პოგბა: "იუვე" მადრიდის "რეალს" დაამარცხებს"
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მკვეთრად ისაუბრა მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე.
"ბებერი ქალბატონების" ფეხბურთელს მადრიდელებთან დაპირისპირების არ ეშინია. გარდა ამისა, ფრანგი დარწმუნებულია, რომ "იუვენტუსი" "სამეფო კლუბს" ორი მატჩიდან მინიმუმ ერთში დაამარცხებს.
"მადრიდი ისეთივე დონეზეა, როგორც ჩვენ. ჩვენ არაფრის არ გვეშინია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ორი შეხვედრიდან ერთში აუცილებლად გაიმარჯვებს, რომელიც ჩვენ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ ამით გავიუმჯობესებთ საუკეთარ პოზიციას ტურნირის ცხრილში. ჩვენ ვართ "იუვენტუსი" და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. მადრიდელებთან ჩენ არაფერს არ დავთმობთ. "იუვე" იმავე დონეზე იმყოფება, როგორც სხვა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდი. ჩვენ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, მათ შორის მადრიდის "რეალისაც", - განაცხადა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის გაიამრთება "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე 23 ოქტომბერს. მეორე მატჩი კი დაგეგმილია 5 ნოემბერს, რომელიც გაიამრთება იტალიაში, "ივენტუს არენის" სტადიონზე.
- 10 ოქტომბერი 2013
- 1 983
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.