კარგი ამბები ლაზარეთიდან

უელსელი სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მისტერ 100 მილიონი ისევ ტრავმას იშუშებს და მის თამაშს დანატრებულ გულშემატკივარს მოთმენა კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს.

საუბარი გარეთ ბეილზე გვაქვს, რომელმაც კუნთი ვერა და ვერ მოირჩინა, თუმცა ახლა ექიმები ამბობენ, რომ გარეთის მდგომარეობა უმჯობესდება და დიდი შანსია, ის მოედანზე 19 ოქტომბერს დაბრუნდესო.

"19-ში მალაგას ვხვდებით და თუ სრულ მატჩს ვერა, ბეილი 30 წუთით მაინც შეძლებს თამაშს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ამის თქმით საფუძველს გვაძლევს,"-განაცხადეს "სამეფო კლუბის" ექიმებმა.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ბეილი წლის ფეხბურთელად დაასახელა.

გარეთს ეს ჯილდო 2010 და 2011 წლებში ჰქონდა მიღებული, 2012 წელს კი მან ეს წოდება "ლივერპულის" ნახევარმცველ, ჯო ალენს დაუთმო, ხოლო ბეილმა ეს ტიტული ისევ დაიბრუნა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)