„ასაკის მატება კრიშტიანუს არ შეცვლის“

5 წლიანი მადრიდული კარიერის განამვლობაში, კრიშტიანუმ 214 გოლი გაიტანა და მას მხოლოდ 27 თამაშის გამოტოვება მოუხდა.

ესპანეთში მიიჩნევენ, რომ 96 მილიონად შეფასებული ფეხბურთელი, „რეალისათვის“ ნამდვილი ჯეკპოტია.სწორედ ამიტომაც, პერესმა და კომპანიამ ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა 2018 წლამდე გაეხანაგრძლივებინათ კონტრაქტი მისთვის.

პორტუგალიის ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელს, ყველაზე კარგად იცნობს კრიშტიანუს კონდიციებს.ანტონიო გასპარი მიიჩნევს, რომ „ბლანკოსის“ მხრიდან კიდევ 5 წლიანი ხელშეკრულება, ფორმალობა არაა, რამეთუ რონალდუ მადრიდული კარიერის ბოლომდე ანალოგიურ ფორმას შეინარჩუნებს: „ვფიქრობ, მისი კალიბრის ათლეტი 33 წლამდე დიდებულ ფორმაში იქნება, ხოლო თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, 35 წლამდე ბუცებს არ ჩამოკიდებს ლურსმანზე.“

„რონალდუ სუპერ სპორტსმენია, რომელიც ყოველთვის პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს.არ მახსენდება მის მიერ გამოტოვებული ვარჯიში ან ჩაგდებული რომელიმე პროგრამა, რაც მაგ. გამოჯანმრთელების ან დიეტის პროცესს შეეხება.შემთხვევითობა არაა, რომ სამეფო კლუბმა 2018 წლამდე აგრძელებს თანამშრომლობას მასთან.დარწმუნებული ვარ, კონტრაქტის ამოწურვამდე ისე ითამაშებს, როგორც ამას დღეს აკეთებს.“

marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)