რეალის მომავალი ფლორენტინოს ხელში

აგერ უკვე მერამდენე წელია ფლორენტინო პერესი მადრიდულ ინჩადას რეალის მსოფლიოს ნომერ პირველ კლუბად გადაქცევას გვპირდება. ჯერ-ჯერობით მილიარდერი მხოლოდ შემოსავლიანობით თუ დაიკვეხნის, ბოლო ინფორმაციით სამეფო კლუბი ყველაზე შემოსავლიანი გუნდია. მიუხედავად ამისა პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალს სერიოზული დავალიანება აქვს. ოფიციალურ გვერდზე მსგავს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი 500-დან 600 მილიონ ევრომდე მერყეობს. შესაბამისად ეს პირველობაც ფიქტიურია.

მოგეხსენებათ ფლორენტინო პერესი ესპანეთსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას ფლობს და მისი დევიზიც კლუბის აღმშენებლობაა, მაგრამ მას საფეხბურთო ექსპერტებისგან განსხვავებით გუნდის მშენებლობა სულ სხვანაირად ესმის. ჯერ იყო და მოყავდა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები (ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი და ა.შ.), მაგრამ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა და სამეფო კლუბი ესპანეთის მასშტაბით მეორე ადგილს სჯერდებოდა, ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმი კი მერვედფინალი იყო. "მეორედ მოსვლისთანავე" მან თავისი "ფილოსოფია" შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა და ასეთმა მიდგომამ უფრო მეტად გაამართლა, რადგან გასული სამი წლის განმავლობაში სამეფო კლუბს გარკვეული წინსვლა ჰქონდა, რაც არა მხოლოდ შენაძენებზე, არამედ გუნდის მწვრთნელზეც იყო დამოკიდებული. ჟოზეს ყველაზე მეტად მე ვაკრიტიკებდი, განსაკუთრებით ბოლო სეზონში და ამის მიზეზიც ყველას გვქონდა. მიუხედავად ამისა უნდა ვაღიაროთ, რომ დელ ბოსკეს შემდეგ იგი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც მადრიდის რეალისაგან ნამდვილი გუნდი ჩამოაყალიბა. მისი მადრიდული კარიერის მესამე წელს კი ყველაფერი აირია და რა მოხდა კაცმა არ იცის.

დავუბრუნდეთ ფლორენტინოს პოლიტიკას, 2009 წლის შემდეგ სამეფო კლუბი მეტ-ნაკლებად შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და თითქოს ყოველ წელს მაქსიმალურად უახლოვდებოდა სანუკვარ ოცნებას, მეათე ტიტულს და აღიარებას მსოფლიო მსაშტაბით, თუმცა ფლორენტინოს ნერვებმა კვლავ უმტყუნეს და კვლავ სერიოზული თანხა დახარჯა ტრანსფერებში. ამ ყველაფერმა კი რა შედეგიც გამოიღო კარგად ვხედავთ, სამეფო კლუბს ლა ლიგაში ასპარეზობა ძალიან უჭირს, ასეთი სუსტი და არაორგანიზებული შეტევები იშვიათად თუ გვინახავს. 8 ტური გავიდა და ფაქტიურად საგოლე მომენტის შექმნა ბლანკოსისთვის შეუსრულებელი მისიაა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გალათასარაისთან მეტწილად გაგვიმართლა და მცველების შეცდომის გამო გასულმა ორმა გოლმა გატეხა თურქული გუნდი, კოპენჰაგენი კი ძალიან სუსტი მეტოქეა. ფაქტია, რომ პერესის "ესპანიზაციის" პოლიტიკამ ნაკლებად გაამართლა და გუნდიდან ისეთი ფეხბურთელების გაშვება, როგორიც იგუაინი და ოზილი არიან ნამდვილად უარყოფითი შედეგი გამოიღო. პიპიტას შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო, მან სეზონის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ გუნდის შეცვლა სურდა, მესუთის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ფეხბურთელი უკაცრავად, მაგრამ ნახმარი პრეზერვატივივით მოისროლეს.

ყველაფერი პერესის ბრალი არ არის, ამ ყველაფერში დიდ როლს თანამედროვე ეკონომიკური სისტემაც თამაშობს, რომელიც რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე და რაც შეიძლება დიდი კაპიტალის დაგროვებაზე არის ორიენტირებული. მსგავსმა მიდგომამ რეალი ყველაზე მომგებიან კლუბად აქცია, მაგრამ არის ფეხბურთში ეკონომიკური სარგებელი ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით არა... თუ ვინმეს პირველობა სურს კეთილი ინებოს და ეს ყველაფერი ტიტულებითა და ხარისხიანი ფეხბურთით დაამტკიცოს, შემოსავლიანობით კი ამის შემდეგ იტრაბახოს, მითუმეტეს როდესაც ეს შემოსავლიანობა როგორც აღმოჩნდა მითია და კლუბი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას.

  • SunSay
  • 8 ოქტომბერი 2013
  • 2 725
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)