კატალონიელები ზეიმობენ ბეილი კლასიკოში არ იქნებაო
კატალონიური პრესას მას შემდეგ, რაც მსახიობ-ჟონგლიორი ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა, ეტყობა სალაპარაკო მოაკლდა და ეხლა დღე და ღამე იმის მტკიცებაში არიან, რომ გარეთ ბეილი მძიმედაა ტრავმირებული.
"მელას რაც სურდა ის ელანდებოდაო"-სისა არ იყოს, კატალონიური პრესის თვალსაჩინო წარმომადგენელი "Sport" ლამის დედის დაფიცებით (ნუ იქნებ დაგინებითაც) ამტკიცებს, რომ "ბეილი ქრონიკული ტრავმიანობითაა დაავადებული" და რომ ის კლასიკოზე ვერ ითამაშებს.
გარდა აღნიშნულისა, "Sport"-მა თავისი ჯაშუშური ქსელებით თურმე ისიც გაიგო, რომ აღნიშნულის გამო პერესი "ცოფებს ყრის", ხოლო "მადრიდის რეალის" ექიმები "24 საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები".
მიუხედავად ყველაფრისა, "Sport"-ს ვერ მოყავს ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბეილის საქმე ასე ცუდადაა.
შიშები ბევრს შვება.
რაც შეეხება სერიოზულად ბეილის სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ მას მთელი ზაფხული გაუცდა, საერთოდ არ უვარჯიშია და ისე ჩამოვიდა ესპანეთის დედაქალაქში. არამგონია "Sport"-ში იყვნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც ფეხბურთელობით პროფესიონალურად იყვნენ დაკავებულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეცოდინებოდათ, რომ ფეხბურთელისთვის, რომელიც ასეთ უმაღლეს დონეზე თამაშობს და რომელსაც ამდენი დრო უცდება, დიდია მიკრო ტრავმიანობის შანსები და ბეილის შემთხვევაშიც ეს სულაც არაა გასაკვირი. მას უბრალოდ დრო ჭირდება. დრო, რომელიც მას აქვს და რომელსაც ის აქტიურად იყენებს. ასე რომ , მოვუწოდებთ კატალონიურ პრესას, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არსებობს ბეილის კლასიკოსთვის დაბრუნების საფრთხე, ნუ ცდილობენ მის დესტაბილიზაციას და ხელი მიჰყონ "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან" პოლიტიკას.
- 8 ოქტომბერი 2013
- 4 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.