მალაგა და კატალონია
მადრიდის რეალი არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება, კარლო ანჩელოტიმ ჯერ კიდევ ვერ ჩამოაყალიბა სქემა, რომლითაც გუნდი ხშირ შემთხვევაში იასპარეზებს, მეტწილად მოედანზე სრულ ქაოსს ვხვდებით, სადაც ფეხბურთელების პოზიცია სრულიად გაურკვეველია...
ექსპერტთა აზრით ყველაფერს დრო გვაჩვენებს და ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ფაქტი ერტია, ოქტომბრის თვეში მადრიდის რეალი ვერ ტოვებს მყარი გუნდის შთაბეჭდილებას, დრო კი არ ითმენს.
19 ოქტომბერს იტალიელი სპეციალისტის შეგირდები მალაგას დაუპირისპირდებიან, ესპანეთის ჩემპიონატში „ბლანკოსს“ უკვე 5 ქულა აქვს დაკარგული და მომდევნო მეტოქესთან მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს, ქულების დაკარგვის შემთხვევაში საჩმპიონო შანსები კიდევ უფრო შემცირდება, რაც გუნდს ნამდვილად არ აწყობს.
სეზონის დაწყებიდან უკვე 8 ტური გავიდა, მეათე ტურში კი მადრიდელებს უპრინციპულესი შეხვედრა აქვთ გასამართი მოსისხლე მტერთან, საუბარი კატალონიის ბარსელონაზეა, რომელიც მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად 100%-იან შედეგს აჩვენებს პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩებში. აქედან გამომდინარე კარლიტოს გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით „ბლანკოსს“ ტატა მარტინოს გუნდის წინააღმდეგ თამაში მითუმეტეს ნოუ კამპზე ძალიან გაუჭირდება.
სანაკრებო ბატალიების შემდეგ გუნდი განსაკთრებულ მზადებას დაიწყებს როგორც მალაგასთან , ასევე ტურინის იუვენტუსთან და კატალონიის ბარსელონასთან შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ კარლო ანჩელოტი შეიმუშავებს სქემას, რომელსაც მნიშვნელოვან თამაშებში გამოიყენებს.
- 8 ოქტომბერი 2013
- 2 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.