აბიდალი: "ბენზემას სკამზე გადასვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს"
"მონაკოს" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა, ისაუბრა მადრიდის "რეალის" ფორვარდის, კარიმ ბენზემას ამჟამინდელ სიტუაციაზე, რომელსაც ამ ბოლო დროს ბევრი აკრიტიკებს, უსახური თამაშის გამო.
"არ ვფიქრობ, რომ თუ ბენზემა სათადარიგო სკამზე გადაინაცველბს, ამით რამე პრობლემა მოგვარდეს", - ციტირებს აბიდალის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს უკვე 326 წუთიანი უგოლო სერია დაუგროვდა. ბოლოს მან ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, "გრანადას" წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ, მიუხედავად ასეთი შედეგისა, კარლიტო ფრანგს ენდობა და რეგურალურად ათამაშებს ძირითად შემადგენლობაში.
- 7 ოქტომბერი 2013
- 1 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.