ხესე & მორატა
ხესე - მორატას წყვილმა მართლაც, რომ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ''ლევანტესთან''. ყველას აზრით, ისინი მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.
მიმდინარე სეზონის ესპანეთის ლა ლიგაში მორატამ მოედანზე სულ რაღაც 80 წუთი გაატარა, ბენზემამ - 646. საშუალოდ ალვარო უფრო მეტჯერ ურტყამს კარში, უფრო მეტ პენალტს და ჯარიმას გამოიმუშავებს და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე კარიმს. დამეთანხმებით, რომ ნათამაშები დროის გათვალისწინებით ეს საოცარია.
ხესე როდრიგესმა კიდევ უფრო ცოტა დრო გაატარა მოედანზე, სულ რაღაც 17 წუთი. ''ლევანტესთან'' შეხვედრაში ის ძალიან კარგად ჩაერთო და ერთ-ერთ კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობას, რასაც საბოლოოდ მორატას გოლი მოჰყვა.
გულშემატკივართა აზრით, კასტილიელები გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.
marca.com
- 7 ოქტომბერი 2013
- 2 078
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.