კრისტიანო რონალდოს პრესკონფერენცია
კრისტიანო რონალდოს გამოჯანმრთელების პროცესი წინ მიიწევს. AS-ის ჟურნალისტმა პორტუგალიელთან საუბარი სწორედ აღნიშნული თემით დაიწყო.
- კრისტიანო, ტრავმის საქმე როგორაა?
- გადასარევად. თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ამ კვირაში ტესტები უნდა ჩამიტარდეს. თუმცა ვიცი, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე აღარაფერი მაკლია.
- როგორ ფიქრობ, “რასინგთან” თამაშს მოახერხებ?
- ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მოედანზე დასაბრუნებლად 100%-ით მზადყოფნაა საჭირო. მე კი სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ შუა კვირიდან განვაახლებ.
- როგორც ადრევე გახდა ცნობილი, ოთხშაბათს ჰოლანდიელ ექიმ ვან დიკს უნდა შეხვდე. გამოკვლევა მან უნდა ჩაგიტაროს. ამსტერდამში გაფრენას აპირებ?
- ამაზე თავად ექიმი და “რეალის” სამედიცინო შტაბი უნდა შეთანხმდნენ. საბოლოო გადაწყვეტილებას მათი მხრიდან სამშაბათისთვის ველი. ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.
- შაბათს სამშობლოში იყავი და პორტუგალიის ნაკრების თამაშსაც დაესწარი. ტრიბუნებიდან ჩანდა, რომ ძალიან ნერვიულობდი.
- რა თქმა უნდა. ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა თანაგუნდელებს ვერ ეხმარები და მათს თამაშს თვალს შორიდან ადევნებ. ამიტომ ჩემი ნერვიულობა სრულიად ლოგიკური გახლდათ.
- “რეალის” ინჩასები უკვე 29 ნოემბერსა და მომავალ “ელ-კლასიკოზე” საუბრობენ. როგორ ფიქრობ, “ბარსელონას” დამარცხებას შეძლებთ?
- “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. თუმცა “ელ-კლასიკომდე” ჯერ კიდევ დიდი დროა. გუნდმა კონცენტრირება ყოველ მომდევნო მატჩზე უნდა მოახდინოს და არა ერთ კონკრეტულ მათგანზე. ჩვენ კი კლასიკომდე “რასინგსა” და “ციურიხს” ვხვდებით. “ბარსაზე” საუბარი “ბლანკოსის” მომავალი 2 მეტოქის ერთგვარი უპატივცემულობა იქნებოდა.
- “ელ-კლასიკოში” დაფიქსირებული შედეგი სეზონის მსვლელობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს, არა?
- რა თქმა უნდა. აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- ბოლო ხანს მანუელ პელეგრინის კრიტიკოსები მოუმრავლდნენ.
- ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. ფეხბურთელები მწვრთნელს ბოლომდე ვენდობით. მთავარი სწორედ ესაა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 16 ნოემბერი 2009
- 2 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.