დელ პიერო : „თუ იუვეს ჯგუფიდან გასვლა სურს რეალი უნდა დაამარცხოს“

დელ პიერო : „თუ იუვეს ჯგუფიდან გასვლა სურს რეალი უნდა დაამარცხოს“



ლეგენდარული იტალიელი წინახაზელის, ალესანდრო დელ პიეროს განცხადებით, ტურინის იუვენტუსი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება და თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის დაძლევს სურს, მადრიდის რეალთნ 2 შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულას უნდა მოუყაროს თავი...

„კოპენჰაგენთან დასანანი ყაიმის შემდეგ იტალიელებს მართლაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ, მათ აუცილებლად უნდა მოეგოთ გალათასარაისთვის, რომ დაკარგული ქულების ნაწილობრივი აღმოფხვრა მოეხდინათ, თუმცა თერიმის შეგირდებმა შესანიშნავად ითამაშეს და „ბებერი ქალბატონი“ კვლავ ფრეს დასჯერდა.“

„ვფიქრობ, რეალთან მატჩები ძალიან რთული იქნება, მაგრამ იუვენტუსმა 2 შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულას უნდა მოუყაროს თავი, სხვა შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა მეტისმეტად გართულდება. გალათასარაის რეალთნ ერთი შეხვედრა უკვე გამართული აქვს, მეორე მატჩისთვის კი განსაკუთრებულად მოემზადება, რადგან ანჩელოტიმ მათ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. „ბლანკოსთან“ საკუთარ კედლებში იუვემ აუცილებლად უნდა მოიგოს და ბერნაბეუზე პროგრამა მინიმუმად ფრე დასახოს, ამ შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და კლუბს ფსიქოლოგიური ზეწოლაც მოეხსნება.“

„დარწმუნებული ვარ მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ტურინელთა დამარცხება მოახერხონ, მითუმეტეს საკუთარ კედლებში, თუმცა ვთვლი, რომ „შავ-თეთრებს“ შესწევთ სამეფო კლუბის დამარცხების ძალა, მხოლოდ მონდომება და მოედანზე მაქსიმალური გაკეთებაა საჭირო.“


„ჯგუფის აშკარა ფავორიტი რეალია, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პირველ ადგილს სწორედ კარლიტოს გუნდი დაიკავებს, იუვეს კი მეორე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, თუმცა მთავარი მაინც 1/8 ფინალში გასვლა გახლავთ.“

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2013
  • 1 908
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)