ანჩელოტი: "შეიძლება მორატა ვათამაშო სასტარტოში"
კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს შეხვდა პრესკონფერენციაზე
იოზილი: "მე არ შევწინააღმდეგებივარ მის წასვლას. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ჩვენ ის არ გვჭირდებოდა, ვინაიდან სრულიად სხვა ფორმატს ვთამაშობთ. ძალიან ბევრი გოლი გაგვაქვს. პრობლემა ბალანსშია. ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ."
ბეილი: "ის აქ თხუთმეტი დღეა, რაც ვარჯიშობს და "მალაგასთან" შეხვედრისთვის დიდი ალბათობით მზად იქნება. ის არ არის ბედნიერი, ვინაიდან აქ სათამაშოდ მოვიდა. ცუდი დრო უდგას, მაგრამ ფიზიკურად ის კარგადაა. ის მშვიდი პიროვნებაა, ხოლო თავად პრობლემა კი არც თუ ისე სერიოზული."
დალაპარაკება კრიშტიანოსთან: "მე ვცდილობ, რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს ყველა ფეხბურთელთან. ეს მნიშვნელოვანია კლუბისთვის და ასე ვიქცები მე ყველასთან"
დი მარია: "მან თამაში სხვადასხვა პოზიციაზე სცადა. ის ყველა პოზიციას კარგად ერგება, მათ შორის ფორვარდისასაც , რაც მას კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცევს."
4-3-3: " "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ ტაქტიკამ კარგად ითამაშა და ეს ყველას მოეწონა. კარგი ბალანსი გვაქვს. ყველაფერი რონალდუს პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ გახსნილი თამაშია სამი ნახევარმცველით ვთამაშობთ. ბუნებრივად კი ვიყენებთ, როგორც 4-3-3, ასევე 4-2-2 ტაქტიკას."
როტაცია: "ხვალ ითამაშებენ ფეხბურთელები, რომლებიც არ იყვნენ "კოპენჰაგენთან" მატჩში."
მორატა: "შეიძლება "ლევანტეს" წინააღმდეგ მან დაიწყოს."
კაზემირო: "ის ძალიან ახალგაზრდაა და ფრთხილად უნდა იყოს. თუ მისი ამბები კარგად მიდის, სწორედ მაშინ ეძლევა მას სათამაშო დრო. დიდებული ფეხბურთელია. მას უბრალოდ გამოცდილება ესაჭიროება გაძლიერებისთვის და უკეთესად გახდომისთვის."
"ლევანტე": "რთული მეტოქეა, განსაკუთრებით კი სახლში. "მადრიდის რეალს" წარსულში ბევრი პრობლემა შეუქმნეს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ."
ვარანე და პეპე: "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვარანემ ძალიან კარგად ითამაშა და ძალიან მშვიდი იყო ტრავმის შემდეგ. ეს ყველაფერი კი დაცვის ცენტრში კონკურენციას ზრდის."
ბენზემა: "ის სასტარტოს ფორვარდია. ბოლო ორი თამაშია გოლი არ გაუტანია, მაგრამ მე მას ვენდობი."
- 4 ოქტომბერი 2013
- 2 891
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.