შეიცვლება კასილასის როლი?
მას შემდეგ, რაც იკერ კასილასმა დანიურ კოპენჰაგენთან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, პრესა ალაპარაკდა იმაზე, რომ კარლო ანჩელოტის არანაირი უფლება აღარ აქვს, რომ კაპიტანს კვლავ სათადარიგოთა სკამზე მიუჩინოს ადგილი...
მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით ესპანელი კიპერი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე იცავს საკუთარი გუნდის უსაფრთხოებას, რასაც დიდი აჟიოტაჟი აქვს მოყოლილი.
ყველა გამოკითხვით, ასევე ექსპერტთა აზრით იკერის არ ყოფნა გუნდზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. გასაგებია, რომ დიეგო ლოპესი ბრწყინვალედ ასპარეზობს და იმსახურებს სათამაშო პრაქტიკას, მაგრამ გუნდში სადაც იკერ კასილასი ირიცხება და მეტიც, გუნდში სადაც ესპანელი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლავთ, რადგან ის კაპიტანია, მხოლოდ და მხოლოდ არეულობა შესაძლოა მოხდეს, როდესაც მსგავსი დონის გოლკიპერი სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტიმ ლევანტესთან შეხვედრაში შესაძლოა კვლავ იკერს ანდოს კარის დარაჯის როლის შესრულება, რადგან ესპანელმა კოპენჰაგენთან მართლაც საოცარი თამაში გვაჩვენა და ყველას დაუმტკიცა, რომ კვლავ ნომერ პირველი მეკარეა და არ იმსახურებს სკამზე ჯდომას.
შეიცვლება თუ არა იკერის როლი და შეძლებს თუ არა იგი პრიმერა დივიზიონში ასპარეზობას, ამას სულ მალე ვიხილავთ ვალენსიაში, სადაც ადგილობრივი კლუბი „ბლანკოსს“ მიიღებს .
- 4 ოქტომბერი 2013
- 2 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.