პირველი ვარჯიში ლევანტესთან მატჩამდე
"რეალმა" მესამე ვარჯიში გამართა ამ კვირაში
კასილასი, ხესუსი, ლოპესი და მეხიასი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ, სადაც შედიოდა ბურთან მუშაობა ორივე ხელით და ფეხებით.
მოედნის სხვა ნაწილში კი 15 ფეხბურთელი იყო თავმოყრილი. ისინი ინტენსიური გახურების ვარჯიშებს ატარებდნენ, სანამ ბურთან კონტროლის სავარჯიშოებზე არ გადავიდნენ. შემდგომ გუნდი ორ ჯგუფად დაიყო, ერთში 8 კაცი გახლდათ, ხოლო მეორეში 7 . ისინი ბურთთან ერთად მოძრაობდნენ ორ რგოლში წრიულად.
მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 22:00 წუთზე გაიმართება.
- 3 ოქტომბერი 2013
- 1 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.