პერესმა ანჩელოტის თითი დაუქნია

"რეალის" ლეგენდები მოურინიოს ლანძღავენ.

მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგებული დერბი ასე მარტივად რომ არ ჩაივლიდა, მარტივი პროგნოზირებადი იყო, მაგრამ თუ კარლო ანჩელოტის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი სასაუბროდ დაიბარებდნენ, მაინც არავის ეგონა.

მოკლედ, იტალიელი თათბირზე დაიბარეს და როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მაგრადაც შეუხურებიათ კარლიტო.

თურმე პერესი სულ ცოფებს ჰყრიდა, აქაოდა სატრანსფერო რეკორდი იმიტომ კი არ დამიმყარებია, "ატლეტიკოსთან" შინ დავმარცხდეო.

მართალია, საქმე მოხსნამდე არ მისულა, მაგრამ თუ პერესმა ეს ჩაიდინა, გასაკვირი არ იქნება.

პარალელურად კი "სამეფო კლუბის" ყოფილ თავკაც, ჟოზე მოურინიოს "რეალის" ვეტერანი ლეგედები აკრიტიკებენ, თუმცა კრიტიკაც არის და კრიტიკაც, ისინი მთელ დანაშაულს "განსაკუთრებულს" ჰკიდებენ.

ფრანსისკო ხენტო: "როგორც კი გავიგე, რომ მოურინიო მოხსნეს, დავმშვიდდი. თქვენ არ იცით, რა ზიანი მოჰქონდა მას კლუბისთვის. ის საკუთარ იმიჯზე უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე "რეალზე" და შედეგიც რეალური იყო, რომელიც ყველამ ნახა. ახლა გუნდს ანჩელოტი წვრთნის და მე ამით ბედნიერი ვარ".

გარსია რამონი: "რეალის" თავკაცი მეც ვიყავი, სხვაც, მაგრამ არავის ისე არ დაუსახიჩრებია ამ გუნდის სახე, როგორც ეს მოურინიომ გააკეთა. ახლა ანჩელოტი სწორედ მის ნამოქმედარს იმკის. გუნდი ჯერ უნდა გაამთლიანო და შედეგზე პრეტენზია მერე უნდა გქონდეს. ჯოზემ ფეხბურთელები ცალ-ცალკე გარიყა და ახლა ისინი ხელახლა ეჩვევიან ერთმანეთს".

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)