იეჟი დუდეკი კარიერას პოლონეთში დაასრულებს
სამეფო კლუბის მეორე მეკარემ, იეჟი დუდეკმა მცირე კომენტარი გააკეთა სადაც მკვეთრად გამოხატა მისი პოლონეთში დაბრუნების სურვილი...
,,ჯერჯერობით სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავ, ალბათ კონტრაქტის ამოწურვამდე აქ დავრჩები ხოლო შემდეგ ჩემს სამშობლოში წავალ , ერთი წელი ვითამაშებ და კარიერას დავასრულებ. ,,ბლანკოსში" ჩემი მეტოქეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ ერთმანეთს.
,,სამეფო თასიდან გამოვარდნის შემდეგ მე უფრო ცოტა დრო მომეცემა კარის დასაცად და ამას კარგად ვაცნობიერებ მაგრამ არ ვაპირებ პასიურობას, ჩემი საქმე იკერის სრულფასოვანი შეცვლაა და მის შეცვლას მაღალი დონე ჭირდება, ასე, რომ ვივარჯიშებ და გაუთვალისწინებელი ფაქტის მოხდენის შემთხვევაში ყველანაირად ვეცდები სათანადოდ დავიცვა "რეალის" კარი".
- 16 ნოემბერი 2009
- 1 427
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.