ჩაბის „კლასიკოსთვის“ ელოდებიან
ბასკი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.როგორც მოსალოდნელი იყო, დღეიდან, ჩაბი უფრო დიდი დატვირთვით ივარჯიშებს.
კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჩელოტი მოუთმენლად ელოდება ჩაბის დაბრუნებას, რამეთუ იტალიელი მიიჩნევს, რომ მოთამაშის ფეხზე წამოდგომით, „რეალის“ ნახერვარდაცვაც დალაგდება.
ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის შეძლებს მწვანე მინდორზე გასვლას ალონსო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ოქტომბრის „ელ კლასიკომდე“ 1 კვირით ადრე უნდა იყოს მზად, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბასკი „ბარსელონასთან“ შეხვედრის განაცხადში მოხდება.
defensacentral.com
- 30 სექტემბერი 2013
- 3 129
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.