კარლიტოს მე-100 დღე
კარლო ანჩელოტის „რეალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან, მე-100 დღე გავიდა.
„მადრიდულ გრანდში ახალი ერა დაიწყო.ჩვენი მიზანია გაამრჯვება, ლამაზი ფეხბურთის თანხლებით.დარწმუნებული ვარ, პრობლემების გარეშე შევასრულებთ ამოცანებს“ - აღნიშნული სიტყვა, იტალიელმა სპეციალისტმა თავის პრეზენტაციაზე წარმოთქვა.ალბათ, ამ მომენტისათვის, კარლიტოს აზრი შეცვლილი ექნება, რამეთუ მისი მადრიდული გზა არც ისე ვარდებით მოფენილი გამოდგა, როგორც ეგონა.არვიცი მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალი“ ანჩეს გეგმით არ მიემართება წინ.
კარლოს გამადრიდელებიდან მე-100 დღეს, ჟურნალისტები და ქომაგები, სეზონის წარმატებული სტარტის ნაცვლად, მინი კრიზისზე საუბრობენ.„მარკა“ მწვრთნელის ამ პერიოდს შედეგნაირად აფასებს: „გოლებისს ფესტივალი „გალათასარაისთან“ და 20 პრობლემა.“
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ არცთუ ისე დიდ პერიოდში, ანჩელოტიმ უკვე მოასწრო „ბერნაბეუს“ სტვენის მოსმენა და ვინ იცის, თუ ესე გაგრძელდა, იქნებ თეთრი დროშებიც ააფრიალონ, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.წარმატებები კარლოს!
- 30 სექტემბერი 2013
- 2 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.