ხესე : „შანსს ველოდები“
ხესე როდრიგესის განცხადებით, იგი გულმოდგინედ ვარჯიშობს და ელოდება შანსს, რომელსაც კარლო ანჩელოტი მისცემს...
„სეზონი ძალიან გრძელი გახლავთ და დარწმუნებული ვარ რამდენიმე შეხვედრაში სასტარტოში თამაშის საშუალება მომეცემა, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენო და დავუმტკიცო როგორც მწვრთნელს, ასევე მთელ მადრიდულ ინჩადას, რომ „ბლანკოსის“ რიგებში ტყუილად არ ვირიცხები.“
„რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე გამოვედი, თუმცა ვთვლი, რომ დრო არ მეყო შესაძლებლობების გამოსავლენად, ამისთვის ნამდვილად მჭირდება გაცილებით მეტი პრაქტიკა, მაგრამ იმისათვის, რომ დამრიგებლის ნდობა დაიმსახურო, მუხლჩაუხრელი შრომა და მონდომება არის საჭირო, რაც ნამდვილად არ მაკლია, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე.“
„ელჩესთან ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, ამას დაემატა მარცხი მადრიდულ დერბიში, სადაც გუნდმა საკუთარი თამაში ვერ იპოვა და სწორედ ამიტომ დამარცხდა, თუმცა მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ და გვჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.“
- 30 სექტემბერი 2013
- 2 873
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.