კოპენჰაგენთან ბეილს სასტარტოში ელიან
მოგეხსენებათ, მადრიდის რეალი 2 ოქტომბერს მომდევნო შეხვედრას გამართავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარდება. მეტოქე ამჯერად დანიური კოპენჰაგენი იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი გახლავთ...
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილი აქვს ლიგაზე გარეთ ბეილის სასტარტო შემადგენლობაში გამწესება, რათა მოთამაშემ რაც შეიძლება დროულად მოახერხოს სასურველ კონდიციაში შესვლა. ფაქტია, იგი გუნდს სჭირდება.
სავარაუდოდ გარეთი დანიელებთან 60-70 წუთს დაჰყოფს მოედანზე, ამისათვის უელსელი მაქსიმალურად ემზადება. ჯერ-ჯერობით სასტარტო შემადგენლობა არც ცნობილია და არც იტალიელ სპეციალისტს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჭორის დონეზე თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში ბეილი სასტარტოში მოგვევლინება.
- 29 სექტემბერი 2013
- 2 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.