მწარე გაკვეთილი #2
მიმდინარე კვირაში, სამეფო კლუბმა ორი ერთმანეთზე საშინელი თამაში ჩაატარა.
„ელჩესთან“ მსაჯის „ვაჟკაცობის“ შემდეგ, ანჩელოტი მადრიდულ დერბიში სულ სხვა „რეალს“ დაგვპირდა, თუმცა იტალიელმა სიტყვა ვერ შეასრულა.ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც „ბლანკოსი“ ზედიზედ 2 შეხვედრის განმავლობაში, წესიერ გააზრებულ იერიშ ვერ აბამს თავს.
წესითა და რიგი, მადრიდელებისათვის ალიკანტეში გამართული პაექრობა უნდა ყოფილიყო მწარე მაგალითი, თუმცა არც თანაქალაქელებმა დაგვაკლეს.დავიწყებ იქედან, რომ კარლომ პირველი შეცდომა, დერბისთვის სასტარტო შემადგენლობის შერჩევის დროს დაუშვა.ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, პირველი წუთებიდან ილიარაზე დირიჟორის ჯოხის ჩაბარება, ყოვლად გაუმართლებელია.მართალია, ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ადაპტაციის გავლის პროცესში იმყოფება და ამხელა პასუხისმგებლობისათვის მზად არ აღმოჩნდა.დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ „რეალს“ ვიხილავდით, ლუკა მოდრიჩს წომ დაეწყო თამაში.
ჩემი აზრით, ძირითადში უნდა გვეხილა დანიელ კარვახალიც, რომელმაც ბოლო მატჩებიი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქის ნახევარზე მწვავე შეტევებით დაგვამახსოვრა თავი.სეზონის დებიუტში, კარლიტო დანის ენდობოდა და არბელოაც სათადარიგოზე იჯდა, თუმცა რთული სათქმელია, რა შეიცვალა ბოლო 5 დღის განმავლობაში.ფაქტი ერთია, ალვარომ ყველაზე უსახური თამაში აჩვენა კარიერის განმავლობაში - უშეგოდო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.იმედია, ამის შემდეგ „პსჟ“-ს ყოფილი დამრიგებელი გაითვალისწინებს კარვახალს.
მატჩის იმედგაცრუება გამოდგა დი მარია.გასული მატჩების აქტიურად ჩატარების შემდეგ, ანხელი თითქოს ვიღაცამ დენის წყაროდან გამორთო და სხვანაირად მომართა.ანალოგიურის თქმა შეიძლება ისკოზეც, რომელიც მწვანე მინდორზე შიგადაშიგ იკარგებოდა.
სიმართლე გითხრათ, არვიცი რას ითხოვენ ბენზემასგან.ალბათ, ელოდებიან, რომ ადრე თუ გვიან, კარიმი გაიტანს, თუმცა ანჩეს მინდა შევახსენო, რომ წინახაზელს „მამალთა“ რიგებში 13 მატჩიანი უგოლო სერია აქვს, ამიტომაც, ძალიანაც ნუ ეცდება მის მობრუნებას.უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ მორატასაც მიცენ შანსი, არა მეორე ტაიმში, არამედ პირველი წუთებიდან.
მოუთმენლად ველოდები ვარანისა და მარსელოს დაბრუნებას.პირველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ნიჭიერი მცველი, შეცვლის პეპეს.დამეთანხმებით, რომ პორტუგალიელმა ჩვეული სისწრაფე დაკარგა და უკვე მეტოქე თავდასხმელებისათვის მძიმე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ერთი სული მაქვს, როდის აღდგება მარცხენა ფრთაზე მწვავე იერიშები, დაცვიდან შეტევაში.ასეთი ტიპის მატჩები ცხადყოფს, რომ რონალდუს პარტნიორი ჭირდება.
ამასთანავე, არანაკლებად მაინტერესებს, ასე უსუსურად რატომ იწყებს „რეალი“ თამაშებს.იქნებ, სამწვრთნელო შტაბმა გაანალიზოს ეს მოვლენა კარგად.უკვე მერამდენე თამაშია, სახლში თუ სტუმრად, მადრიდელები მე-10 ნომრად იწყებენ ბურთის გორაობას, რაც მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბს, ნამდვილად არ ეკადრება.
ერთი სიტყვით, გუნდში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც სეზონის საწყის ეტაპზე უნდა მოგვარდეს.იმედია, ანჩელოტი შემდეგ ჯერზე სიტყვას შეასრულებს!
- 29 სექტემბერი 2013
- 5 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.