Preview.Ge: მადრიდული დერბის პრევიუ

Preview.ge მომზადებლი სტატია მადრიდულ დერბიზე.

მადრიდული დერბი, რომელიც ყოველთვის იწვევს ინტრიგას ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის, წლევანდელ სეზონში ორმაგად საინტერესოა. ეს დერბია, სადაც მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ და ბოლომდე იბრძვიან, წელს კი ამას სატურნირო მდგომარეობაც უწყობს ხელს. ფეხბურთს გურმანმა ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა იხილოს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და ღამის 12 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრია ანტონიო მატეუ.

მადრიდის "რეალი" სამ ფრონტზე იბრძვის და სამივე ფრონტზე გამარჯვება წყურია. პრიმერა დივიზიონში 6 ტურის შემდეგ 5 მოგება და 1 ფრე აქვს, შედეგად 16 ქულა და მე-3 ადგილი; ბურთების შეფარდება 14:6-ზე. ეს ერთადერთი ფრე "ვილიარეალთან" (2:2) გასვლაზე ითამაშეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რა გასაკვირია და კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო მეგოლეებს ლეო მესის და დიეგო კოშტას 1 ბურთით ჩამორჩება. ბოლო ტურში სამეფო კლუბი "ელჩეს" ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა, თუმცა დიდი დაძაბულობის ხარჯზე, ვინაიდან მასპინძლებმა წონასწორობა 90+1 წუთზე აღადგინეს, გამარჯვების გოლი კი რონალდუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 90+6 წუთზე გაიტანა. "რეალს" დააკლდება საყრდენი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო (0/0; წლევანდელ სეზონში არ უთამაშია, ტრამვა მიიღო 21 აგვისტოს, დაბრუნება კი ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება), ასევე საეჭვოა მარცხენა მცველის მარსელოს (3/0) და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის გარეთ ბეილის (1/1) თამაში. მასპინძლებს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდათ ჩემპიონთა ლიგაში, როდესაც "გალათასარაი" გასვლაზე 1:6 დაამარცხეს. ჰეთ-ტრიკი რონალდუმ შეასრულა, დუბლი ბენზემამ, 1 გოლი კი კიდევ ერთმა ახალწვეულმა ისკომ გაიტანა. მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა გუნდის ძირითადმა მეკარემ დიეგო ლოპეზმა: "დერბი არის თამაშში მაქსიმალური დაპირისპირება და ამას ჩვენ მოუთმენლად მოველით. ეს არის თამაში, სადაც უნდა გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობის 100%, მოდუნება არ შეიძლება, ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, მით უმეტეს სახლში ვთამაშობთ."

მადრიდის "ატლეტიკოს", როგორც ჩანს, წელს გაცილებით მაღალი მიზნები აქვს, ვიდრე წინა წელს. სეზონი კი მართლაც ბრწყინვალედ დაიწყეს. ესპანეთის პირმერა დივიზიონში 6 ტურის შედეგ 18 ქულა აქვთ და უდანაკარგოდ ასპარეზობენ, მე-2 ადგილზე არიან და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან "ბარსელონას" . სტუმრებმა გაიტანეს 18 გოლი და მხოლოდ 5 მიიღეს. გუნდის საუკეთესო მეგოლე ბრაზილიელი ფორვარდი დიეგო კოშტაა. ამ მატჩს ინტრიგას ისიც სძენს, რომ იასპარეზებს ორი ფეხბურთელი, რომელიც პრიმერა დივიზიონის ბომბარდირობისთვის იბრძოლებს ლეო მესისთან ერთად. ბოლო ტურში "ატლეტიკო" საკუთარ მოედაზენ "ოსასუნას" დაუხვდა და 2:1 გაიმარჯვა. ორივე გოლი სწორედ დიეგო კოშტამ გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურში "ვისენტე კალდერონზე" "ზენიტს" შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ თურქი ნახევარმცველი არდა თურანი იყო, მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემას ჩაიწერა აქტივში. საეჭვოა 25 წლის ესპანელი შემტევის ადრიანის (3/0) თამაში, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იგი მოასწრებს ამ მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ადრიანი ნამდვილად არ ითვლება გუნდის შეუცვლელ ფიგურედ; მეტიც, მუდმივი ძირითადის წევრიც არ არის. დერბის შესახებ კომენტარი გააკეთა დაცვის ლიდერმა დიეგო გოდინმა: "ჩვენ ვიცით როგორ გავიმარჯვოთ 'ბერნაბეუზე', ყველა მოწინააღმდეგეს დაფასება უნდა, მოგვიწევს რთული თამაში, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ფიზიკურ მომზადებასა და ტექნიკას. მადრიდის "რეალში" ძალიან სახიფათოა ისკო, რომელსაც კარგი დრიბლინგი აქვს და შეუძლია ორიგინალურის მოფიქრება. თუმცაღა, გუნდის ლიდერი და მთავარ დამრტყმელი ძალა კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ."

შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზეა", რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფავორიტი კარლო ანჩელოტის გუნდია. ამ მოედანზე "რეალი" იქნებოდა ფავორიტი უფრო ძლიერ გუნდებთან და საერთოდ ყველა კლუბთან, თუმცა თუ მადრიდის "ატლეტიკომ" მოახერხა და წინა სეზონში ამ სტადიონზე დაამარცხა მასპინძლები, ამის გაკეთება წელსაც შეუძლია. ცნობისთვის, პრიმერა დივიზიონის ფარგლებში მადრიდის "ატლეტიკომ" ბოლოს 1999 წლის 30 ოქტომბერს დაამარცხა თანაქალაქელები.

პროგნოზი: [პროგნოზის სანახავად საჭიროა იყოთ ვერიფიცირებული მომხმარებელი]

სტატია მოამზადა გიორგი გოგბერაშვილმა


ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი):

17 მაისი, 2013 - რეალი 1:2 ატლეტიკო- კოპა დელ რეი
27 აპრილი, 2013 - ატლეტიკო 1:2 რეალი - პრიმერა დივიზიონი
2 დეკემბერი, 2012 - რეალი 2:0 ატლეტიკო - პრიმერა დივიზიონი
12 აპრილი, 2012 - ატლეტიკო 1:4 რეალი - პრიმერა დივიზიონი
26 ნოემბერი, 2011 - რეალი 4:1 ატლეტიკო - პრიმერა დივიზიონი

მაქსიმალური კოეფიციენტები:

რეალის მოგებაზე: 1.75 [William Hill]
ფრეზე: 4.22 [Pinnacle Sports]
ატლეტიკოს მოგებაზე: 5.50 [Bet365]
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 0.75 (რეალის სასარგებლოდ)



წინა შეხვედრების მიმოხილვა
:



ელჩე 1:2 რეალი




ატლეტიკო 2:1 ოსასუნა




გუნდების ინფო:

Preview.Ge: მადრიდული დერბის პრევიუ


სავარაუდო შემადგენლობები:

Preview.Ge: მადრიდული დერბის პრევიუ


წყარო: Preview.ge

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)