სასამართლომ ისკოს 2.6 მლნ. გადახდა დააკისრა
ახალწვეული ისკოს მადრიდული კარიერა ბწრყინვალე დაიწყო.ფეხბურთელი შესანიშნავად ასპარეზობს, თუმცა მოედნის გარეთ მისი მდგომარეობა, არცთუ ისე სახარბიელოა.
El Confidencial-ის ინფორმაციით, ვალენსიაში შემდგარ სასამართლო სხდომაზე, ახალგაზრდა ნახევარცმველს 2.6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს, მისი ყოფილი წარმომადგენლის, საფეხბურთო მენეჯმენტის ფირმის (IMG) მიმართ.
კომპანია IMG-იმ, ყოფილ მალაგელს, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის გამო უჩივლა.თავის მხრივ, მოპასუხე მხარის არგუმენტი გახლდათ შემდეგი: „აღნიშნულ ფირმას ისკოს საფეხბურთო უფლებები 2014 წლამდე ეკუთვნოდა, თუმცა ჩვენ შეთანხმების საფუძველზე მოვახდინეთ მისი გაწყვეტა.“ როგორც შემდეგ გაირკვა, ფეხბურთელის ადვოკატების ზემოდ წარმორთქმული სიტყვა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რამეთუ სინამდვილეში, მხარეებმა თანამშრომლობა კი არ შეწყვიტეს, არამედ IMG-მ ისკოზე უფლება დაუთმო კომპანია Eleven Sport-ს, რომელმაც მისი ვალენსიადან მალაგაში ტრანსფერი და „ნაიკთან“ კონტრაქტის დადება მოაგვარა.რასაკვირველია, აღნიშნული კომპანია თამაშგარეში იყო, როდესაც ისკოს მამა „რეალთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, მათ გვერდის ავლით მოხდა ყველაფერი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც როგორც უკვე გაუწყეთ, ისკოს დაეკისრა 2.6 მილიონი ევროს გახდა მოსარჩელისთვის.ეს თანხა ეკვილენტურია იმ სამუშაოსთან, რაც კომპანიებმა ფეხბურთელისთვის შეასრულეს.
as.com
- 28 სექტემბერი 2013
- 4 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.