ანჩელოტი: „„ატლეტიკო“ აგრესიული გუნდია“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მადრიდულ დერბისთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბეილი და მარსელო: „გარეთი მზადყოფნაშია და ხვალ გადავწყვეტთ, დადგება თუ არა სასტარტოში, რაც შეეხება ბრაზილიელს, მან ბოლომდე ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება და ამიტომაც თამაში არ მოუწევს.“
დერბის ფავორიტი: „ვფიქრობ, ფავორიტის დასახელება რთულია.„ელჩეს“ წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა „ატლეტიკოსთან“ თამაში სხვა განზომილებაა.ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მნშვნელოვანი ქულები მოვიპოვოთ.„კოპა დელ რეის“ ფინალის შემდეგ, სიმეონეს შეგირდები უფრო გაძლიერდნენ.“
ელჩე: „გაოცებული ვარ იმით, რომ ხალხი კიდევ ამ შეხვედრაზე საუბრობს.ჩვენ სრულად გავაანალიზეთ შეცდომები და მის გამოსწორებზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ.ხვალ სულ სხვა „რეალს“ იხილავთ.“
ატლეტიკოს ერთიანობა: „თანაქალაქელების ძლევა ადვილ საქმეს არ წარმოადგენს.ისინი ჩვენზე აგრესიულები არიან, ჩვენ კი მათზე ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ.“
მწვრთნელების პაექრობა: „შეხვედრაში მონაწილეობას ფეხბურთელები იღებენ.დამრიგებლის მისია კი, სწორი სტრატეგიის შემუშავებას წარმოადგენს.“
სათამაშო დონე: „ვმუშაობთ, რათა უკეთესად ვითამაშოდ.“
მსაჯები: „ვფიქრობ, სამსაჯოდ საკმაოდ რთული თამაში იქნება, რამეთუ ორივე გუნდი მოსაგებად გამოვა მოედანზე.ზეწოლა საკმაოდ მაღალია და იმედია, პრობლემების გარეშე ჩაივლის პაექრობა.“
სასტარტო შემადგენლობა: „ძირითადი შემადგენლობის შედგენა, რამდენიმე დეტალზე იქნება დამოკიდებული.კოენტრაუ კარგად გაისარჯა „ელჩესთან,“ მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა.გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.“
ფორმაცია: „შვიდი ორთაბრძოლა 4-4-2-ით ჩავატარეთ.ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ პრობლემები იქმნება, თუმცა სხვა წყობაზე გადასვლას არ ვაპირებთ.“
სიმეონე: „ვგონებ, დიეგომ „ატლეტიკოს“ მისი ხასიათი გადადო.გუნდი ტაქტიკურად გამართულია.“
კოსტა: „ის ვილიასთან ერთად ყველაზე სახიფათოა.“
მსაჯის შეცდომები: „აღნიშნულზე არ ვაპირებ საუბარს.დიდი დისკუსიები იმართებოდა „სევილია“ - „ბარსელონას“ დასრულების შემდეგაც, თუმცა ასეთ საქმეებში ჩარევა არ მიყვარს.მსაჯები ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებენ.“
- 27 სექტემბერი 2013
- 2 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.