ლოპესი: „მხოლოდ 3 ქულაზე ვფიქრობთ“
დიეგო ლოპესმა მოახლოვებულ მადრიდულ დერბიზე, Bwin-თან ისაუბრა.
„დერბი ეს არის თამაში, სადაც მოწინააღმდეგეები ძალისხმევას არ იშურებენ.ჩვენი მიზანია 1000 პროცენტით დახარჯვა და 3 ქულის მოპოვება.რასაკვირველია, ახლა მოდუნებისა დრო არაა, განსაკუთრებით, როდესაც სახლში ვთამაშობთ.მომავალი დაპირისპირება ჩვენთვის დიდი მნშვნელობისაა.“
„„ატლეტიკო“ კარგად შეკრული და სახიფათო მეტოქეა.ჩემი აზრით, თანაქლაქელებმა ბრწყინვალედ იციან, რასაც აკეთებენ.მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვეული ფეხბურთის თამაში და გამოვიყენოთ მეტოქის შეცდომები.90 წუთის შემდეგ, გამარჯვება „რეალს“ უნდა ხვდეს წილად.“
„ანჩელოტის პროფესიონალიზმი ძალიან მხიბლავს.განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ვილიამ ვეკისთან, რომელთანაც ყოველდღიურად მიწევს მუშაობა.ის ძალიან ნიჭიერია და მისგან ბევრს ვსწავლობთ.ვფიქრობ, შემადგენლობა ნელ-ნელა ეგუება კარლოს მეთოდებს.“
„ერთი ბედნიერება, კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ყოლა.ის საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში.“
- 27 სექტემბერი 2013
- 1 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.