ალონსო: "ვამაყობ, რომ ახალი პროექტის ნაწილი ვარ"
მადრიდის "რეალის" ესპანელმა "დირიჟორმა," ხაბი ალონსომ, ჟურნალ "ჰალა მადრიდს"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
- როგორ მოერგოთ ახალ ქალაქსა და ახალ გუნდს?
- ძალიან კარგად.მადრიდი ძალიან მიყვარს და ვიცოდი, რომ აქ პრობლემები არ მექნებოდა.კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა მე და ჩემს ოჯახს კომფორტულად გვეგრძნო თავი აქ.
- როგორი სახის ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?
- მე მომწონს ის გუნდები, რომლებიც ხშირად უტევენ და კარგად ფლობენ გუნდს.მიხარია, რომ ეს ყველაფერი "რეალს" ახასიათებს.
- პელეგრინის რომელი ტაქტიკური მონახაზი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- მანუელი ბევრ სქემას იყენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ ნებისმიერ მონახაზში გვაქ თავისუფლება.
- რომელ ფეხბურთელთან ერთად ტანდემში გრძნობთ თავს კომფორტულად? ლასთან თუ გუტისთან?
- არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს მოედანზე, მთავარია გამარჯვება მოვიპოვოთ.ზოგი ფეხბურთელი დაცვის სტილისაა, ხოლო ზოგი შეტევის.
- ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს სამეფო გუნდში თამაშზე...
- "რეალში" ბევრი კარგი ფეხბურთელია, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისათვის.ვამაყობ, რომ სამეფო კლუბის ახალი პროექტის წევრი ვარ.
- რას ფიქრობ მაშინ, როდესაც ისეთ ფეხბურთელებს ხედავ, როგორებიც არიან რონალდო, რაული, კასილასი კაკა და ა.შ.
- ასეთ დროს ძალზედ მიადვილდება სამუშაო, რამეთუ ჩემს ირგვლივ მაღალი კლასის მოთამაშენი ირჯებიან.
- რა მოაქვს კაკას გუნდისათვის?
- ის უდიდესი ფეხბურთელია.ვგონებ, "რეალმა" მისი შეძენით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წარმატებისკენ.
- და რონალდუს?
- კრიშტიანუ შეტევაში შეუდარებელია.
- რას გეუბნებათ პელეგრინი?
- ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხიდი შეტევასა და დაცვას შორის.პელეგრინი მეუბნება, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და ისე ვითამაშო, როგორც მჩვევია.
- "რეალში" ესპანეთის ნაკრები ბევრი მოთამაშეა.ეს მოვლენა გუნდს სპეციალურ ხასიათს სძენს?
- ეს საკმაოდ კარგი ფაქტია.ჩვენ საშუალება გვაქვს ერთად ვივარჯიშოთ როგორც ნაკრებში, ასევე გუნდში.
- რას იტყვი შენს ინგლისურ კარიერაზე...
- ინგლიში ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი.ამ პერიოდში ბევრ წარმატებას მივაღწიე და ბევრი რამ ვისწავლე ინგლისისი ჩემპიონატიდან.
- რითი მიგიზიდათ სამეფო გუნდმა?
- მე მივხვდი, რომ მოვიდა დრო "ლივერპულიდან" სხვაგან წასვლისა.სიმართლე გითხრათ, 5 წლის წინ "რეალში" მოსვლის შანსი მქონდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ გაიჩარხა.
- გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეხბურთელობა გადაწყვიტეთ?
- ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი ფეხბურთს, თუმცა მშობლები მეუბნებოდნენ რომ განათლება პირველ რიგში იდგა ჩემს ცხოვრებაში.როდესაც "სოსიედადის" პირველ გუნდში მოვხვდი, მაშინ მივხდი, რომ ჩემს ფეხბურთელობას წყალი არ გაუვიდოდა.
- თქვენ და მამა ხშირად საუბრობთ, "ბარსასა" და "რეალის" მეტოქეობაზე? ყველამ კარგად ვიცით, რომ ის კატალონიურ გუნდში თამაშობდა...
- ის ჩემს ნებისმიერ ნაბიჯს თვალ-ყურს ადევნებს და ასი პროცენტით მიჭერს მხარს.
- როგორია დღევანდელი "რეალი?"
- ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, თუმცა გარკვეული ასპექტები გამოსასწორებელი გვაქვს.
- ლა ლიგის მოგებაზე ფავორიტები ხართ?
- ჩვენი მიზანია ორივე ტიტულის მოგება.
- გაგიგია რაიმე "სიბელესის" შესახებ?
- რასაკვირველია.მე ეს მოვლენა არა ერთხელ ვნახე ტელევიზორში.იმედია წელს თავად ვიქნები "სიბელესის" მონაწილე.ეს მოვლენა მადრიდიზმისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
პ.ს. "სიბელესი" არის მადრიდის შუაგულში შადრევანი, სადაც "რეალი" ზეიმობს თავის ტიტულებს.სწორედ შადრევანზე ეწყობა პოდიუმი, სადაც ფეხბურთელები ტიტულის მოგების შემდეგ მიდიან და ქომაგებთან ერთად ზეიმობენ.
- 15 ნოემბერი 2009
- 3 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.