პარდესა : "გუნდი დერბისთვის განსაკუთრებულად ემზადება"
სამეფო კლუბის სპორტული დირექტორის, მიგელ პარდესას განცხადებით, ანჩელოტი განსაკუთრებით ამზადებს კოლექტივს დერბისთვის, რადგან ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება...
"ატლეტიკო ბრწყინვალე გუნდია, მათ მართლაც შესანიშნავი სტარტი აქვთ და ყველა მატჩს იგებენ, მათთვის დაუმარცხებელი მეტოქე ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ნამდვილად რთული დერბი გველის, მაგრამ ვიცით,რომ თუკი მაქსიმუმს გავაკეთებთ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება."
"ანჩელოტი გუნდს განსაკუთრებული ყურადღებით ამზადებს, რადგან იცის, რომ უმძიმესი მატჩი ელის წინ, სადაც სამი ქულის მოპოვება აუცილებელია როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურადაც, რადგან ელჩესთან მეტისმეტად უსახურად ვითამაშეთ და აუცილებელია მოთამაშეებმა საკუთარი ძალა იგრძნონ."
"ბლანკოსი ნელ-ნელა თავის თავს ემსგავსება, ჩვენი ელფერი ყოველთვის შეტევაა, მიზანი ყოველთვის წინ წასვლა და გოლის გატანა გახლავთ."
- 27 სექტემბერი 2013
- 1 575
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.