მორიგი გამარჯვება "ACB"-ში
როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს ესპანეთის სუპერლიგაზე."რეალს" მეშვიდე გამარჯვების მოპოვებას ვერც "გრან კანარიამ" შეუშალა ხელი.
მესინას გუნდმა 67-73 დაამარცხა მეტოქე.ანგარიშიდანაც ჩანს, რომ საკმაოდ მძიმე ბრძოლა მიდიოდა მოედანზე.მიუხედავად ამისა, ბიჭებმა მაინც მოახერხეს მორიგი გამარჯვების მოპოვება.
ამრიგად, "რეალი" ესპანეთის პირველობაზე ლიდერობს (შვიდი მატჩიდან შვიდი მოგება).მეორე ადგილზე "ბარსელონას" კალათბურთელები მოდიან, რომელთა აქტივშიც შვიდი ტურიდან ექვსი მოგებული დაპირისპირებაა.ამავე მაჩვენებლით არის მესამე ადგილზე "ვალენსიაც."
"კანარია" 67-73 "რეალი"
"გრან კანარიას" შემადგენლობა: ფიშერი, აუგუსტინი, სავანე, ბელასი, ნორისი, კიკერტი, მორანი, კაროლი, სანდერსი და მაკდონალდი.
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა: პრიგიონი (9), ჰანსენი (15), ლავრინოვიჩი (15), კაუკენასი (5), ველიჩკოვიჩი (13), გარბახოსა (3), ჰარველი (2), ვიდალი (2), ბულოკი (4) და ლიული (5).
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 15 ნოემბერი 2009
- 3 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.