ბეილმა ვარჯიში განაახლა, გუნდი დერბისთვის ემზადება
სამეფო კლუბს დასვენებისა და მოდუნების დრო არ აქვს.
„ელჩეს“ ძლევის შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელები, თანაქალაქელებთან გასამართ დაპირისპირებაზე ფიქრობენ, რომელიც შაბათს, 23 საათსა და 55 წუთზე (თბილისის დროით) აიღებს სტარტს.
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა, დღეს პირველი სავარჯიშო სესია გამართეს.მოთამაშეები ინტენსიურად და დიდი იმონდომებით ემზადებიან მომავალი პაექრობისთვის.
სასიხარულოა, რომ სრული დატვირთვით გარჯა გაანაახლა გარეთ ბეილმა.ეს უკანასკნელი „ატლეტიკოსთან“ თანაგუნდელებს დაეხმარება.
რაც შეეხება ჩაბი ალონსოს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი, წარმატებით მიმდინარეობს.
- 26 სექტემბერი 2013
- 1 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.