ესპანეთის მსაჯთა ფედერაცია განცხადებას აკეთებს
ვიქტორ სანჩეს არმინიო ესპანეთის მსაჯთა ფედერაციის პრეზიდენტია. მან გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
''შესაძლოა ეს მართლაც არ იყო მუნის ფერნანდესის საუკეთესო მატჩი. ის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, ვიცი, რომ მას ოჯახში ჰქონდა პრობლემები.
ადვილია მატჩის გაანალიზება ტელევიზორიდან, თუმცა მოედანზე ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ იგი, შეცდომა ყველას მოსდის. ''
სანჩეს არმინიო მიესალმება ესპანურ ფეხბურთში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მსაჯთა შეცდომებს, მას შემდეგ, რაც FIFA და UEFA ამის უფლებას მისცემენ.
Marca.com
- 26 სექტემბერი 2013
- 2 937
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.