მუნის ფერნანდესი - გრანდების მფარველი?
ვფიქრობ, ურიგო არ იქნება თუ, მუნის ფერნანდესის მსაჯობის ხარისხით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი დაინტერესდება.
მიმდინარე სეზონში, ბრუსელას მკვიდრმა გრანდების მონაწილეობით 2 შეხვედრა განსაჯა და ორივეში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში, კატალონიაში ჩასული „სევილია,“ შეიძლება ითქვას, გაწირა მსაჯმა, რამეთუ ჯერ ხუან კალას 100 პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა, ხოლო შემდეგ, მესის სუფლება მისცა, 94-ე წუთზე სანჩესისთვის გაეკეთებინა საგოლე გადაცემა.ეს მაშინ, როდესაც თამაშის კომპენსირებული დრო უკვე ამოწურული იყო.
საშინელი გამოდგა ფერნანდესის მსაჯობა ალიკანტეშიც, სადაც ჯერ რამოსი დაინდო მეორე გაფრთხილებისგან, ხოლო ბოლოს რონალდუ,ს მოგონილი პენალტით წინ გააყვანინა „რეალი.“
- 26 სექტემბერი 2013
- 3 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.