„ელჩეს“ მადრიდისტა მეკარე
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „ელჩეს“ კარს, "რეალის" ადაკდემიის აღზრდილი მეკარე იცავს.მანუ ერერამ „ას“-თან ინტერვიუში, სამეფო კლუბზე ისაუბრა.
- რას ნიშნავს თქვენთვის "რეალი"?
- ყველაფერს, რამეთუ სამეფო კლუბმა ჩემ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.აკადემიაში 13 წლის ასაკში ჩავირიცხე და 20 წლამდე ვთამაშობდი.ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ფასეულობები შევიძინე, ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი და გავხდი უკეთესო კიპერი.მადლობელი ვარ „ბლანკოსის“ და სიმართლე გითხრათ, ამის ენით აღწერა მიჭირს.
- როგორ ფიქრობთ, "რეალმა" ცვლილება განიცადა თქვენი წასვლის შემდეგ?
- ჩემი აზრით, მადრიდელებმა ბევრი ღირებულება და ფასეულობა დაკარგეს.ბოლო 3 წლის განმავლობაში, მათ უფრო მეტი მტერი შეიძინეს.ადრე, გაცილებით პატივსაცემი კლუბი გახლდათ მთელს ესპანეთში.
- ამაში მოურინიოს ადანაშაულებთ?
- ჟოზე დიდებული მწვრთნელია და ეს მადრიდულ გრანდშიც დაადასტურა, თუმცა ის ქედმაღლობის ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა.მისი დარიგებული გუნდები, ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებიან მინდორზე, ხოლო მის გარეთ...ვფიქრობ, ფეხბურთი მწვანე მინდორზე არ მთავრდება.როდესაც სტადიონს გასცდები, ყველასათვის პატივსაცემი და სამაგალითო უნდა იყო.
- ვინ იყო თქვენი კუმირი?
- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა რედონდო.ის ელეგანტური და მეგობრული პიროვნება გახლდათ.
- ფავორიტი გოლკიპერი?
- თავდაპირველად პაკო ბუიოს თამაში მხიბლავდა, შემდეგ კანისარესის, ხოლო ახლა კასილიასის.ვგონებ, იკერი მსოფლიოში ნომერ პირველია.
- კანტერაში ლოპესისა და კასილიასის გვერდით გიწევდათ თამაში.გახსოვთ ის პერიოდი?
- ჩემი პირველი სეზონი, "ბლანკოსის" 15 წლამდელებში, იკერთან ერთად გავატარე, ხოლო მე და დიეგო „რეალის“ მესამე გუნდში ვთამაშობდით ერთად.ისინი დიდებული ადამიანები არიან.
- რას იტყვი მეკარეების კონკურენციაზე?
- საკმაოდ რთული ვიტარებაა.კასო მსოფლიოში საუკეთესოა და ეს ბევრჯერ დაამტკიცა.სამწუხაროდ, არ გაუმართლა, როდესაც ტრავმა მიიღო.რაც შეეხება დიეგოს, ისიც მაღალი დონის მეკარეა.ვფიქრობ, რომ კასილიასის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, საზიანო კლუბისთვის, რამეთუ ის ერთადერთია, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ქომაგებს.
- რას ელოდებით დღევანდელი მატჩისგან?
- სამეფო კლუბთან დაპირისპირება, ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.მაქსიმალურად უნდა ვეზადოთ ზონების გადაკეტვასა და მეტოქისათვის ხელის შეშლას.შანსს თუ მივცემთ, აუცილებლად დავისჯებით.
as.com
- 25 სექტემბერი 2013
- 2 230
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.