დიდიე დეშამი: ''პრობლემა თავად ბენზემაშია''
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა, Radio France Internationale - თან საუბრისას, კარიმ ბენზემას თამაში გაანალიზა.
მისი თქმით ბენზემა კრიზისშია, მას თავდაჯერებულობა აკლია, ეს ყველაფერი კი მის ცუდ თამაშზე აისახება.
'' ბენზემას საკმაოდ გაუგრძელდა უსახური თამაში. იგი თვითრწმენის ნაკლებობას განიცდის, ხშირად არც უმართლებს, რადგან მეტოქე გუნდის გოლკიპერი იგერიებს მის დარტყმებს. კარგი ფორვარდები იმით განსხვავდებიან ცუდებისგან, რომ ისინი უფრო მეტს აქტიურობენ და უფრო ეფექტურად გადაადგილდებიან მოედანზე. კარიმმა იცის ჩემი აზრი მის მიმართ, იმედი მაქვს მოუმატებს. ''
დეშამი ორი სირტვით რაფაელ ვარანის დაბრუნებასაც შეეხო.
''ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების იმედი და მომავალი ლიდერია. ჩვენ უდიდესი ტალანტები გვეზრდება პოგბას და რაფაელ ვარანის სახით, რომლებიც ''იუვენტუსსა'' და ''რეალში'' ასპარეზობენ
as.com
- 24 სექტემბერი 2013
- 4 223
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.