ანჩელოტი: "ზოგჯერ სტვენა კარგი საშუალებაა მოტივაციისათვის"
კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგის მე-6 ტურის დაპირისპირების წინ, მას-მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
ბეილი: "გარეთმა 60 წუთი ითამაშა "ვილიარეალთან," ხოლო ნახევარი საათი "გალათასარაისთან."ბუნებრივია, მან უპრობლემოდ ჩაატარა ეს შეხვედრები, მაგრამ უეცრად, "ხეტაფესთან" პაექრობის დაწყებამდე, დისკომფორტი იგრძნო.ეს კუნთის ტრავმა რომ ყოფილიყო, გუშინ და დღეს ვერ ივარჯიშებდა.ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ მოთამაშემ ვარჯიში განაახლა და შაბათისთვის სრულ მზაყოფნაში იქნება."
კარვახალი: "შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სეზონი ნაყოფიერად დაიწყო.რაც მთავარია დანის თამაშში არის დამაჯერებლობის ნიშნები.როგორც კანტერანო, დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს და ამასთანავე სრულად უკმლავდება ზეწოლას.მოხარული ვარ კარვახალით."
დერბი: "ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია.მათ დიდებულად ითამაშეს სუპერ თასის ფინალში.შეიძლება ითქვას, რომ გაოცებული დავრჩი, "ბარსასთვის" ასეთი წინააღმდეგობის გაწევით.გუნდს მთლიანად გადმოედო მწვრთნელის სულისკვეთება."
ბენზემა: "თუ არ ჩავთვლით კარიმის წარუმატებელ მომენტებს, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.ზოგჯერ სტვენა კარგი საშუალებაა მოტივაციისათვის."
დაცვა: "ვარანი და კოენტრაუ სრულ მზადყოფნაში არიან.საბედნიეროდ, მოედნის თითოეულ წერტილში დიდი კონკურენცია გვაქვს.ხვალ გადავწყვეტ, ვინ განვამწესო სასტარტოში.თერთმეტეულში მხოლოდ საუკეთესო ფორმაში მყოფები შევლენ.რაც შეეხება მარსელოს, ის შაბათს დაბრუნდება."
"ელჩესთან" მატჩამდე: "ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ თამაშის წინ ღამე, ფეხბურთელებმა ოჯახებთან ერთად გაატარონ.ეს მათთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა.წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებ სურათს, რომლის მიხედვითაც, მოთამაშე ზის სასტუმროს ოთახში და კომპიუტერით ესაუბრება საყვარელ ადამიანებს.ვგონებ, პირველი ვარიანტი მისაღებია და მნიშვნელოვანია მათთვის.ასევე, სასარგებლოა გუნდისთვის."
იოზილი: "მესუთი დიდი შეტევითი პოტენციალის მატარებელია.ბოლო 2 მატჩი მის გარეშე ჩავატარეთ და 10 გოლი გავიტანეთ, თუმცა შეგვეძლო 15-ის შეგდებაც.მის გარეშეც მშვენიერი გუნდი ვართ."
ისკოსა და ზიზუს შედარება: "ვფიქრობ, ეს ფაქტი ცუდი არ უნდა იყოს ისკოსთვის, რომელიც მართლაც წააგავს თამაშით ზიზუს.ამის შესახებ ვკითხე ზინედინს, რაზეც მიპასუხე, რომ მომავალში უფრო ახლოს მოვა ჩემთანო."
as.com
- 24 სექტემბერი 2013
- 2 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.