ოვაციები, ნერვები და სიხარული კრისტიანოსგან
კრისტიანო რონალდო "ვალდებებასის" ბაზიდან გაემგზავრა ლისაბონში, რათა ენახა პორტუგალიის ნაკრების პირველი მატჩი ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ. "რეალის" ნახევარმცველი იხილეს სტადიონ "დე ლუჟის" ერთ–ერთი VIP-ლოჟაში.
როცა გულშემატკივარმა დაინახა რონალდო სტადიონზე, მაშინვე ოვაციებით შეხვდნენ. როცა ის გამოჩნდა, სწორედ იმ დროს დაიწყო პორტუგალიელთა ჰიმნიც.
თავიდან კრისტიანო აპირებდა სასტუმროში მისულიყო და ნაკრების ფეხბურთელები გაემხნევებინა, მაგრამ ლისაბონში ჩასვლა დააგვიანა და გადაწყვიტა წასულიყო სახლში ოჯახის წევრების სანახავად. შემდეგ კი მისი აგენტი ჟორჟე მენდესი და მენდესის მეუღლე მოინახულა.
რონალდო ბრუნო ალვეშის გოლამდე წყნარად იყო, ხოლო ამის შემდეგ ემოციები ვერ დამალა და ყვირილი დაიწყო. ის ამის შემდეგაც არ დაწყნარდა და დედასთან, მენდესთან და მის ცოლთან ერთად აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებებს.
შემდეგ გულშემატკივრებს დაურიგა ავტოგრაფები და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. მეორე ტაიმში სიმაოს წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დაინიშნა. კრისტიანო ამის გამო ძალიან ანერვიულდა და ჯავრი წყლიან ბოთლზე იყარა. საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება ბოსნიაში, მაგრამ რონალდო ამ დროისთვის მადრიდში იქნება გუნდთან ერთად და იქედან მიადევნებს ნაკრების თამაშს თვალს.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 15 ნოემბერი 2009
- 3 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.