უსახური ბენზემა
გუშინდელ დერბიში, რომელიც მადრიდის რეალმა თანაქალაქელ ხეტაფესთან გამართა, კარიმ ბენზემა მეტისმეტად უსახურო გახლდათ...
პირველ რიგში ყურადღება გასამახვილებელია გამოუყენებელ მომენტებზე, ერთი მომენტი ყველას კარგად ახსოვს, როდესაც ფრანგმა თავით სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ ზემოდან გადააცილა, ამასთან ერთად აუცილებლად სათქმელია, რომ კარიმი მეტისმეტად ახალგაზრდაა და ამ ასაკში იგი სისწრაფის მაქსიმუმს უნდა აჩვენებდეს, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ მასზე ზანტი მოთამაშე გუნდს არ ჰყავს.
ბერნაბეუმ ფრანგი მოთამაშე სტვენით აიკლო, რაც მასზე რა თქმა უნდა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, თუმცა ნამდვილ პროფესიონალს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის გაკონტროლება და წნეხის ქვეშ თამაშის მიუხედავად უმაღლეს დონეზე თამაში.
კარლო ანჩელოტიმ ბენზემას 100%-იან ნდობას უცხადებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფეხბურთელმა მაქსიმუმი გამოავლინოს. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის მიხედვით მას არც ისე ცუდი შედეგი აქვს, მოედანზე კარგად ჩანს რომ იგი მეტისმეტად არაპროდუქტიულია, შემქნილ და გამზადებულ მომენტში თავის გამოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ გუდნისთვის ბევრს აკეთებ.
გუნდის წინა ხაზში ნამდვილად არის პრობლემა, კარიმი ვერ თამაშობს, ალვარო მორატას კი გამოცდილება არ უმაგრებს მხრებს, რაც თავისთავად დასაფიქრებელი ფაქტია, ესპანელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მას გამოცდილება საერთოდ არ აქვს, სამეფო კლუბს კი უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს ჩასატარებელი როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ფლორენტინო პერესს დაფიქრება მართებს. გასაგებია, რომ კარლიტო და ზინედინ ზიდანი ბენზემას მხარდაჭერას უცხადებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ფრანგი თამაშს თამაშზე ატარებს, სადაც მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რომ ზანტი და მოუქნელია.
ესპანეთში დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი დაფიქრებულია და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წინახაზელის დამატებას გეგმავს, რომელიც "ბლანკოსის" დამრტყმელ ძალად იქცევა და ისეთ დონეს დააკმაყოფილებს, როგორიც ესპანურ გიგანტს სჭირდება.
- 23 სექტემბერი 2013
- 3 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.