ილიარას აღმასვლა
მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალმა ასიერ ილიარამენდიში კოლოსალური თანხა გადაიხადა, ბევრი კრიტიკოსი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა და აცხადებდა, რომ ნახევარმცველი 38 მილიონი ევრო ნამდვილად არ ღირდა, აქედან გამომდინარე ბასკს ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი...
ასიერს ტრავმამ არ აცადა წინასასეზონო მომზადების სათანადოდ ჩატარება, ის გუნდთან ერთად იყო, თუმცა ძირითადად აღდგენითი ვარჯიშებით იყო დაკავებული. კარლო ანჩელოტიმ მისთვის ინდივიდუალური პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც მოთამაშე ზედმიწევნით ასრულდებდა და შედეგიც სახეზეა, ფეხბურთელმა უკვე მოახერხა რამდენიმე მატჩის გამართვა, თანაც საკმაოდ სტაბილურად.
პირველ რიგში აღსანიშნავია მისი სტაბილურობა, ასიერი ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ მწვრთნელს საუკეთესო თვისებები დაანახოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ მასში გადახდილი თანხა ქარს არ წაუღია და ჩაბი ალონსოს ღირსეული შემცვლელი ჰყავს.
ალონსომდე ილიარას ძალიან ბევრი აკლია, მაგრამ თამაშის სტილით იგი მართლაც ძალიან ჰგავს ამჟამად ტრავმირებულ მოთამაშეს, რომელიც აღდგენით პროცესს გადის.
უკვე ყველა თანხმდება იმ ფაქტზე, რომ ილიარა ხისტი მოთამაშეა, თუმცა ძალიან უხეშ ფეხბურთელთა კატეგორიაში მისი გაყვანა ნამდვილად არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ასევე მას აქვს ძალიან კარგი ხედვა და ბრწყინვალედ ახერხებს ბურთის განაწილებას, რაც კიდევ ერთი დიდი მსგავსებაა.
ფაქტი ფაქტად რჩება, ასიერი თამაშიდან თამაშამდე, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უმატებს. მას მთელი სეზონი წინ აქვს, ასევე დიდი ნდობა, რომელსაც კარლიტო უცხადებს, აქედან გამომდინარე იმედი ვიქონიოთ, რომ ფლორენტინო პერესს ჩაბის შემცვლელის ძებნა აღარ მოუწევს.
- 23 სექტემბერი 2013
- 2 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.