დაცვას კასტილიელებს ჩააბარებენ
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სერხიო რამოსი არც ისე სახარბიელო ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ხეტაფესთან შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, რადგან მას ძალების აღდგენა ესაჭიროება, კარლო ანჩელოტი თვლის რომ ვიცე კაპიტანი უფრო მნიშვნელოვან მატჩებში გაცილებით უფრო საჭირო იქნება, ვიდრე მადრიდულ დერბიში, რომელსაც სამეფო კლუბი დღეს გამართავს...
დაცვაში "ბლანკოსს" სერიოზული პრობლემები აქვს, მარსელო ვიეირა და ფაბიო კოენტრაო ტრავმის მოშუშების ბოლო სტადიაზე გადავიდნენ, მაგრამ ისინი ჯერ ვერ მოახერხებენ მოედანზე გასვლას, არასახარბიელო კონდიციაშია ალვარო არბელოა თუმცა იგი დღევანდელ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე იასპარეზებს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარლიტო დანიელ კარვახალს განამწესებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფლანგური შეტევებისთვისაც არ დაზოგავს ძალას, ცენტრში კი პორტუგალიელ პეპეს და ნაჩო ფერნანდესს ელოდებიან.
იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით ოთხიდან ორი მოთამაშე კანტერანო იქნება, იგი ახალგაზრდებს სრულ ნდობას უცხადებს და ყველაზე სახიფათო რგოლს აბარებს, კანტერანოებმა კი თავის მხრივ ურთულესი გამოცდა უნდა ჩააბარონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ გუნდისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიათ.
- 22 სექტემბერი 2013
- 2 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.