ბერნაბეუზე ილიარას და ბეილის დებიუტს ელოდებიან
მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის რეალი მადრიდულ დერბიში ხეტაფეს უმასპინძლებს, შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სადაც წესით ასიერ ილიარამენდის და გარეთ ბეილის დებიუტი უნდა შედგეს...
ახალწვეულთაგან მხოლოდ ბასკი და უელსელი დერჩნენ, რომლებსაც ბერნაბეუზე არ უასპარეზიათ, ისკო ალარკონმა კი პირველი სასწაულები სწორედ ამ სტადიონზე ჩაიდინა.
დღევანდელ შეხვედრაში ილიარას და გარეთს სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან, მათ 1 საათი ვილიარეალთან შეხვედრაშიც მიეცათ, შემდეგ კი იყო სტამბულის გალათასარაი სადაც ანჩელოტიმ ბეილის სასტარტოში გამწესება ვერ გარისკა და მხოლოდ მეორე ნახევარში მისცა თამაშის საშუალება.
გარეთმა სამეფო კლუბში პირველი გოლი უკვე გაიტანა, მან ვილიარეალის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა, ახლა კი სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი 80 000 გულშემატკივრის სურვილია უელსელის მორიგი კარის აღება, ამჯერად საშინაო კედლებში.
- 22 სექტემბერი 2013
- 1 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.