ახალი გამოწვევა რონალდუსთვის

არჩვეულებრივ ფორმაში მყოფი კრიშტიანუ, მორიგი გამოწვევის წინაშე დგას.

მოგეხსენებათ, მადრიდული კარიერის 4 წლის თავზე, რონალდუ 204 მატჩში 206 გოლს მოითვლის.საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი ბურთების მიხედვით, პორტუგალიელს ბადალი არ ჰყავს კლუბის ისტორიაში - 1.01 გოლი თამაშში.მას მხოლოდ პუშკაში თუ მიუახლოვდება, რომელიც 0.93-ზე გაჩერდა.

რონალდუს ახალი გამოწვევა, „ბლანკოსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა.„ხეტაფეს“ კარში გოლის გატანით, კრიშტიანუ მე-5 საფეხურზე აიწევს და უგო სანჩესს გაუთანაბრდება, რომელმაც 207 გოლს, 283 პაექრობის ჩატარება მოანდომა.

ალბათ, „ელ ფერარი“ დღესვე გადაწევს გვერდით დიად მექსიკელ მეგოლეს.მადრიდული „ხეტაფე,“ რონალდუსთვის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ასაღებ მეტოქეთა რიგებშია (7 მატჩში 11 გოლი).

ამასთანავე, რონალდუ ახლოს არის, 2013 წლის საუკეთესი ბომბარდირობასთან.მსოფლიოს მაშტაბით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, პორტუგალიელს 42-ჯერ ჰყავს დამწუხრებული მეტოქე, რაც მესის მაჩვენებელს 5-ით აღემატება.

და ბოლოს, რონიმ ბოლო 4 დაპირისპირებაში, 8-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.შემდეგი „ხეტაფეა.“

as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (249)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)