ანჩელოტი: „ჯარიმებს რონალდუ შეასრულებს“
კარლო ანჩელოტიმ, „ხეტაფესთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.
კრიშტიანუ რონალდუ: „ბუნებრივია, მის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს.სიმართლე გითხრათ, მოედნის გარეთ, ფეხბურთელების კონტროლი არ მიყვარს.კრიშტიანუ დიდებული პროფესიონალია და ყოველთვის სანიმუშოა მისი მიდგომა საქმისადმი.“
ჯარიმების შემსრულებელი: „რონალდუ ამ საქმის დიდი ოსტატია და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბროთ საჯარიმო დარტყმებზე, პირველ რიგში მას მოვიაზრებთ.ამასთანავე, ბეილსა და დი მარიასაც შეუძლიათ ჯარიმების შესრულება.“
სისტემა: „ჩვენი სისტემა ბურთის კონტროლზეა აგებული, თუმცა არ გამოვიცხავთ კონტრ-შეტევებსაც, რამეთუ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ჩინებულად იციან ეს საქმე.“
ილიარამენდი: „ტაქტიკური თვალსაზრისით, ილიარა შეუდარებელია.ის აბალანსებს გუნდის თამაშს და რაც მთავარია, კარგად კითხულობს მას.“
რამოსის ტრავმა: „სტამბულის თამაშის შემდეგ, სერხიო ძალიან დაღლილი იყო, ამიტომაც სატრენაჟორო დარბაზში მოუწია კვირის გატარება.სპეციფიკურ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე.ის განაცხადში შევიყვანე, მაგრამ არა მგონია ითამაშოს.“
ვარანი: „ხეტაფესთვის“ მზად არ არის, თუმცა მომავალ პაექრობებში, აუცილებლად შევიყვანთ განაცხადში.ანალოგიურის თქმა შეიძლება კოენტრაუსა და მარსელოზე.“
„ნაპოლის“ კარგი სტარტი: „ნეაპოლიტანელებმა შესანიშნავად დაიწყებს, რაშიც დიდი წვლილი ფეხბურთელების ინდივუდუალურმა გარჯამ შეიტანა.გუნდს ბრწყინვალე მოტივაციას აძლევს ქომაგები.ვფიქრობ, მიმდინარე სეზონი წარმატებული გამოდგება მათთვის.“
კოენტრაუ: „ფაბიუ ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნდა და მას შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესშია.ვგონებ, „ელჩესთან“ დაპრისიპირებაში მოედანზე ვიხილავთ.“
კასილიასი: „სამწუხაროდ, იკერს არ გაუმართლა, თუმცა სერიოზული არაფერია.5 დღის განამვლობაში უქმობა მოუწევს და ვიმედოვნებ, შემდეგ კვირაში დაგვიბრუნდება.“
ნახევარდაცვა: „ხვალინდელი პაექრობისთვის, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ, თუმცა შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.ჩვენ იძულებითი როტაციის გაკეთება გვიწევს, ტრავმების გამო.“
„ხეტაფესთან“ მატჩი: „თამაში უფრო აგრესიულად და ინტენსიურად უნდა დავიწყოთ.ბოლო მატჩებში, სტარტი ცუდი გამოგვივიდა და ამიტომაც, ამის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა საჭიროა.“
ხედირა: „სამის დიდი გამოცდილება აწევს მხრებზე.ის საჭირო ფიგურაა გუნდისთვის.“
ბეილის ადაპტაცია: „მას არანირი პრობლემა შექმნია.ჩინებული ურთიერთობა ჩამოულაიბდა თანაგუნდელებთან.“
გუნდი: „ჩემი მოთამაშეები ჩემპიონებად არიან დაბადებულნი.მათ პრობლემის გადასაჭრელად 30 პასის გაკეთება არ სჭირდებათ, ისინი მხოლოდ 3 პასში ახერხებენ მეტოქის დამწუხრება.მე ვარ იტალიელი და ძალიან მომწონს კონტრ-შეტევები.გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გაცილებით დახვეწილ რეალს იხილავთ.“
as.com
- 21 სექტემბერი 2013
- 2 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.