ფლორენტინო კლუბის ინფრასტრუქტურაზე
ფლორენტინომ წინა საანსამბლეო შეხვედრისას იმ საკითხბეზე ისაუბრა, რომლის განხილვასაც ისინი აპირებენ.
Realmadrid HD და ინტერნეტ ტელევიზია
"მადრიდის რეალი" აგრძელებს ტელევიზიის არეალის გაფართოებას და სურს, რომ ტელევიზიამ მთელი მსოფლიოს მადრიდისტები მოიცვას. ფლორენტინომ თავის საუბარში აღნიშნა, რომ შობამდე "მადრიდის რეალის" ტელევიზია უკვე HD ხარისხში იქნება ხელმისაწვდომი და ასევე მისი ნახვა ინტერნეტში იქნება შესაძლებელი ანალოგიური ხარისხით.
ახალი სტადიონი
"სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის რეკონსტრუქცია და საერთო ჯამში პრეზიდენტის განცხადებით 300-დან 400 მლნ. ევრომდე დაჯდება. მისი განცხადებით ახალი სტადიონიდან შემოსავალი საშუალოდ 80 მლნ. იქნება წელიწადში. მან ასევე პირობა დადო, რომ ეს ყველაფერი გავლენას არ იქონიებს ბილეთების ფასებზე და ის უცვლელი დარჩება მომავალშიც.
ახალი სექციები
ფლორენტინომ უარყო მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს "მადრიდის რეალი" დამატებით აპირებს ქალთა ფეხბურთის სექციის გახსნას.
"მადრიდის რეალის" კუნძულის პროექტი
"მადრიდის რეალის" კუნძულის პროექტი ჩაიშალა და ეხლა კლუბი სხვა ადგილს ეძებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი განახორციელოს.
- 19 სექტემბერი 2013
- 2 987
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.