რაულის პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა რაულმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა პელეგრინის პერსპექტივებზე, ჩემპიონთა ლიგაზე და საკუთარ მიზნებზე.
რამდენი ხანი დარჩა რაულს სათამაშო?
ყოველდღიურად მე სულ ცოტა და ცოტა მრჩება – ამით მსურს უფრო მეტი სიამოვნება მივიღო ფეხბურთისგან და უფრო ხშირად ვიყო ძირითად შემადგენლობაში. ჩემი თამაშით განვსაჯოთ რამდენ ხანს ვითამაშებ...
თქვენ კარიერას "რეალში" დაასრულებთ თუ სხვა კლუბში მოსინჯავთ ძალებს?
ბევრჯერ მითქვამს, რომ აქ დავასრულებ კარიერას... მაგრამ ფეხბურთი ამოუცნობია, არასდროს იცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაული და "რეალი" მყარადაა ერთმანეთთან. მისი დაშორება ძალიან რთულია. მსურს კარიერა დავასრულო აქ, მადრიდში.
რა შეგიძლიათ თქვათ პელეგრინიზე? შეუძლია თავისი ძალებით მან "რეალი" გაწვრთნას?
პელეგრინიმ ლა ლიგა იცის თავისი ხუთი თითივით. ის ესპანეთში დიდი ხანია მუშაობს. მას აქვს შთამბეჭდავი გეგმები, უყვარს ლამაზი ფეხბურთის თამაში. სწორედ ეს უნდა, რომ გავაკეთოთ ჩვენ. აღფრთოვანებული ვარ მისი იდეებით. ის ჯდება ჩვენს ფილოსოფიაში. მიეცით მანუელს დრო და "რეალს" ჩემპიონ გუნდს გახდის.
"სამეფო თასი" უკან დარჩა... გაქვთ შანსი მოიგოთ ორი ტიტული?
ცოტა გოლი უნდა გავუშვათ. თუ გვსურს მოვიგოთ დარჩენილი ტიტულები, საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები მოვიდნენ, კარგი ხელმძღვანელობა გვყავს. მხოლოდ შეთამაშება დაგვრჩა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ ახალწვეულ ვარსკვლავებთან?
ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მე ზოგიერთს ადრეც ვიცნობდი. კაკა და რონალდო კარგი ადამიანები არიან, ნამდვილი პროფესიონალები. ასევე არის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც გუტი და იკერი არიან. ჩვენ ერთად 40 წელი გავატარეთ კლუბში. ერთად მოვიგეთ ორი ჩემპიონთა ლიგა და ამას გუნდური თამაშით და გამარჯვებულის სულით მივაღწიეთ.
და ოცნებაშია ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბერნაბეუზე"...
დიახ, ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო – ეს რაღაც არაჩვეულებრივია. ეს ტურნირი ძალიან მიყვარს. მაშინ, როცა ჩვენს სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნია, ჟრუანტელი მივლის ტანში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 15 ნოემბერი 2009
- 1 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.