ანჩელოტის პრესკონფერენცია
მატჩის შემდგომ კარლო ანჩელოტი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
იტალიელმა ხაზი გაუსვა ფორვარდების მოქმედებას : '' მატჩი კარგი გამოდგა, შედეგი კი ფანტასტიური. ისკოს გოლის შემდეგ შეხვედრაში გარდატეხა მოხდა. ჩვენ კარგად ვმოქმედებდით, როგორც დაცვაში, ასევე კონტრშეტევებზეც. ბენზემას და რონალდოს კარგი საღამო ჰქონდათ. პირველი რაუნდის მოგება არ არის ადვილი, უდიდესი წნეხის ქვეშ გიწევს თამაში, ჩვენ ეს დაბრკოლება დავსძლიეთ''
იტალიელმა ისაუბრა მეტოქეზე.
''დღევანდელი შეხვედრის ანგარიში არ ასახავს მატჩის მიმდინარეობას. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა და ჩემი აზრით, ''გალათასარაის'' ბრწყინვალე პირველი ნახევარი ჰქონდა. თუმცა ისკოს გოლმა ყველაფერი შეცვალა. ვგონებ, შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, გვაკლდა თვითრწმენა. თუმცა ეს გასაგებია, ჩვენ გავმართეთ ამ ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა თანაც სტუმრად. ''
კარლიტო კასილასის ტრამვასაც შეეხო
''ჩვენ დავიწყეთ მატჩი თითქოს მცირე შიშით, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა. კასილასს არ გაუმართლა და იმედი მაქვს 3-4 დღეში გამოკეთდება. იმ მცირე მონაკვეთში, რაც მან მოედანზე დაჰყო იკერმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, საოცარი სეივი შემოგვთავაზა და გვაჩვენა, რომ ფორმაშია. მას მხოლოდ ტკივილი აწუხებს, რაც მალე გაუვლის. მას ეს ნაკლებად აწუხებს და ერთი სული აქვს როდის გამოჯანმრთლდება.
ანჩელოტი დროგბას ტრამვასაც შეეხო
''პეპემ დარტყმა მიაყენა დროგბას, თუმცა არა შეგნებულად. მას არ გაუმართლა და იმედი მაქვს მალე გამოკეთდება. ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია თურქებისთვის''
Realmadrid.Com
- 18 სექტემბერი 2013
- 2 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.