რონალდუ: „ქომაგების გამო ვრჩები მადრიდში“
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მოლაპარაკების პროცესი: „სეზონის დასრულებისთანავე, პრეზიდენტმა სიტყვა მომცა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად განვაახლებდით კონტრაქტს.მისგან მუდამ ვგრძნობ პატივისცემასა და მხარდაჭერას.სწორედ კლუბის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულებისა და მადრიდისტების გამო, ვრჩები სამეფო კლუბში.რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დიდხანს არ გაგრძელებულა.“
„ბერნაბეუს“ ეფექტი: „ქომაგების გვერდით დგომას, არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ მადრიდის ქუჩებშიც ვგრძნობ.მათ დამარწმუნეს, რომ ნამდვილად მოწონთ ჩემი თამაში.ბუნებრივია, ძალიან კარგია, როდესაც კლუბის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების ერთგულებას ხედავ.ეს გადამწყვეტი ფაქტორია ჩემთვის.დანამდვილებით ვერ გეტყვით, მადრიდში დავასრულებ თუ არა კარიერას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, მაქსიმუმს გავიღებ იმისათვის, რათა „რეალი“ წარმატებული იყოს.“
მადრიდიან წასვლა: „ეს არასოდეს მომსვლია აზრად, რამეთუ ამ სახლში კომფორტულად ვგრძნობ თავს.ხალხისგან დიდი სითბო და სიყვარული მოდის, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩემთვის.“
მიზნები: „რასაკვირველია, ყველაფრის მოგება გვინდა.ვეცდები, უფრო მეტი გოლის გატანას.ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა მიზნებს მივაღწიო.“
ყველაზე მაღალანაზღაურებადი: „ჰონორარის ფაქტორი მეორეხარისხოვანია.ცხოვრებაში ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობებიც არსებობს.მთავარი ის არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ.პრეზიდენტის მიზანია, გუნდში საუკეთესო მოთამაშეებს მოყვანა და მე მათ შორის, მნიშნელოვან ფიგურად ვგრძონ თავს.„რეალს“ გააჩნია რესურსი იმისა, რომ სამივე ტურნირი ტრიუმფით დაასრულოს.რაც შეეხება ისედაისევ ხელფასს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაღალანაზღაურებად მოთამაშეებში პირველი ვიქნები, მეორე თუ მესამე.“
„ბედნიერი არ ვარ“ (აღნიშნული განცხადება ფეხბურთელმა გასულის სეზონის სტარტზე გააკეთა): „ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ცხოვრებაში როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები.იმ დღეს, როდესაც ეს ვთქვი, განაწყენებული ვიყავი, თუმცა საჯაროდ არ ვაპირებ მიზეზებზე საუბრს.მეც რიგითი ადამიანი ვარ, რომელიც ხანდახან შეცდომებს უშვებს.რაც მთავარია ახლა ვარ ბედნიერი.“
4 წელი მადრიდში: „ვგონებ, განვლილი პერიოდი პოზიტიური იყო, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ და მომავალ 4 წელში, 200 გოლის გატანას ვგეგმავ.“
შემოთავაზება „პსჟ“-სგან: „როდესაც საუკეთესო კონდიციებში ხარ, ცდილობ საუკეთესო გუნდში ითამაშო, ამიტომაც ვთამაშობ მადრიდში.სხვა შემოთავაზებებს არ განვიხილავ.“
სატრანსფერო ფანჯარა: „ბუნებრივია, ფეხბურთელები მოდიან და მიდიან.ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, როგორც მათ ასევე კლუბის გადაწყვეტილებას.ისტორიის განმავლობაში, "რეალი" ყოველთვის საუკეთესოების გადმობირებას ცდილობდა.თანაგუნდელებთან ერთად, რამდენიმე ტიტული მოვიგე და კიდევ შევეცდები ამის გაკეთებას.რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი, განსაკუთრებული მიზანია.დიდი იმედი მაქვს, წელსვე მოავხერხებთ მის მოპოვებას.“
რაულისა და დი სტეფანოს რეკორდების მოხსნა: „ჩემი აზრით, რეკორდები იმიტომ იქმნება, რომ ადრე თუ გვიან, ვიღაცამ დაამხოს.ჩემთვის მთავარია გოლების გატანა და გუნდისთვის დახმარების გაწევა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.“
საუკეთესო შემადგენლობა: „სეზონის ბოლოს, ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, ვართ თუ არა საუკეთესო შემადგენლობა.“
„მანჩესტერი:" „გულწრფელი ვიქნები, „მანჩემ“ ძალიან ბევრი მომცა და ამისათვის მადლობელი ვარ, მაგრამ ინგლისი უკვე წარსულია.ახლა ჩემი სახლი მადრიდშია და ოჯახთან ერთად ბედნიერად ვგრძნობ თავს.პატივს ვცემ ყველა გუნდს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულია ის კლუბი, სადაც ვთამაშობ.ვერავინ იწინასწარმეტყველებს მომავალს, თუმცაღა კიდევ 5 წელს „რეალის“ მაისურით რომ გავატარებ, ამას წყალი არ გაუვა.ვეცდები მაქსიმალურად გამოვავლინო პოტენციალი - გავიტანი გოლები და გავაკეთო გადაცემები.“
as.com
- 15 სექტემბერი 2013
- 4 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.