კარლო ანჩელოტი: "ბეილი ხვალ ითამაშებს, იკერი სამშაბათს"

ჯერჯერობით არაა ცნობილი სრულად ითამაშებს თუ არა და რა პოზიციაზე ითამაშებს ხვალ გარეთ ბეილი.

კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვალ "ელ მადრიგალზე" "მადრიდის რეალის" ახალწვეულის დებიუტი შედგება: "ის ჩვენთან ერთად გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თავიდანვე სასტარტოში იქნება, თუ შეცვლაზე შემოვა. მიუხედავად ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ხვალ აუცილებლად ითამაშებს, შეიძლება ეს პირველ ნახევარში მოხდეს, შეიძლება თამაშის მეორე ნახევარში. ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია."

"ის არ არის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ არც ისე ცუდ მდგომარეობაშია, მთავარია, რომ ენთუზიაზმით უდგება საქმეს და წინ დიდი და მომქანცველი სეზონი გველოდება, ასე რომ მას აქვს გარკვეული დრო."

ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ უელსელი მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია სად. ასევე მან განაცხადა, რომ ილარამენდისაც ექნება სათამაშო დრო: "თუ კარგ კონდიციებში იქნა, აუცილებლად ითამაშებს. ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა."

მწვრთნელმა დაიცვა კარიმ ბენზემა: "კარიმი კარგ სამუშაოს ასრულებს. ორი გოლი გაიტანა პირველ ორ შეხვედრაში, ასევე შესანიშნავი ორი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა "ატლეტიკთან". მორატა შესანიშნავად გამოიყურება ეროვნულ ნაკრებში. ჯერჯერობით კარიმი პირველ ადგილზეა, ხოლო ხესე და მორატა მის შემდეგ მოდიან. მე ამით გახარებულია ვარ."

ანჩელოტიმ ისკოზეც ისაუბრა: "ისკოს კუნთის პრობლემა ქონდა, მაგრამ ეხლა კარგ კონდიციებშია, ასე რომ ხვალ ითამაშებს"

  • shvela
  • 13 სექტემბერი 2013
  • 3 089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)