გარეტი პირველი მატჩისთვის ემზადება

სამეფო კლუბის ახალწვეულმა, თანაგუნდელებთან ერთად უკვე მე-2 ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ „ვალდებებასის“ ბაზაზე ფეხის დადგმისთანავე, უელსელს, რომელსაც სერბეთთან მატჩამდე, საკმაოდ დიდ ხანი მოუწია უქმობა, „რეალის“ ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, ინდივიდუალური ვარჯიშის გეგმა გადასცა.

მადრიდში ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ გასული სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვეულ ფორმაში ჩააყენონ.თავის მხრივ, ასეთივე განწყობაზეა გარეტიც, რომელიც მაურის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს, რათა შაბათს „ელ მადრიგალზე“ პირველი თამაში ჩაატაროს „ბლანკოსის“ რიგებში.

განვლილ სანაკრებო ბატალიებში, ბეილის მონაგარი, 33 გატარებულია წუთია მწვანე მინდორზე.უელსის დამრიგებლის თქმით, ფეხბურთელი 90 წუთის ჩასატარებლად მზად არ არის.ეს კარგად იციან მადრიდში და რა თქმა უნდა, გარისკვას არ აპირებენ.მიუხედავად იმისა, რომ შემტევი სათანადო კონდიციებთან არცთუ ისე ახლოსაა, კარლო ანჩელოტი მაინც შეიყვანს „ვილიარეალთან“ მატჩის განაცხადში და მეტიც, გარკვეულ დროს დაუთმობს შეხვედრის მეორე ნახევარში.

ასე, რომ ყურადღებით უცქირეთ „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ დაპირისპირებას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)