ოზილი: "არაპროფესიონალი 159 მატჩს ვერ ჩაატარებს"

ლოდნონის "არენალსი" ახალწვეულმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა, კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინიო პერესის სიტყვებზე, რომელმაც გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს არაპროფესიონალი უწოდა.

"მე არ მინდა რამე ცუდი ვთქვა მადრიდზე, იმიტომ რომ, მე აქ სამი შესანიშნავი წელიწადი გავატარე. მე მადრიდში კარგი მეგობრები მყავს, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ "რეალთან" ერთად, მოვიგეთ ტიტულები. ამიტომ, მე არ მსურს ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო."

"ადამიანები, რომლებიც მიცნობენ მე, იციან რამდენად პროფესიონალი ვარ. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ მატჩების რაოდენობას, თუ რამდენი მატჩი ჩავატარე უკანასკნელ წლებში. მათი რაოდენობა არის 159. შეიძლება მე არ ვარ ისეთი, როგორც პროფესიონალი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ საკუთარ თამაშზე."

"ხალმხა იცის, რომ მე პროფესიონალი ვარ. აი ეს იყო, მთავარი თემა. ჭორების შესახებ მე არაფერი არ მაინტერესებს. მე მაქვს ახალი გამოწვევა ლონდონში და მე ვიყურები მომავალში. ჩვენ გვაქვს მაღალი მიზნები და ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ."

"გულშემატკივრების და ფეხბურთელების რეაქცია შეიძლება შევაფასოთ ისე, რომ მათ ჩემი ტრანსფერი არ ესმით. მაგრამ ფეხბურთი ასეთია - ყოველთვის უნდა იყურო მომავალში და შემდეგ გადადგა ნაბიჯები. მადრიდში გატარებული დრო შესანიშნავი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს დამთავრდა", - განაცხადა მესუთ ოზილმა.

წყარო: Sports.ru

  • Ricky.
  • 13 სექტემბერი 2013
  • 3 018
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)