მუსტაფა იოზილი ფლორენტინოს პასუხობს
მესუთ იოზილის მამა და მისი აგენტი მუსტაფა იოზილი ეხმაურება ფლორენტინო პერესის გამონათქვამს, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ მესუთ იოზილს არაპროფესიონალი უწოდა.
"ფაქტი, რომ ვინმე დიდ ფულს აკეთებს, მას ავტომატურად მას პატივსაცემ ადამიანად როდი აქვს , შესაბამისად ფლორენტინო პერესიც არ არის პატივსაცემი ადამიანი"-განუცხადა იოზილის მამამ გერმანულ გამომცემლობა ბილდ-ს.
"მას ეხლა ყველაფრის მესუთისთვის გადაბრალება უნდა და მე ფულზე დახამებულ ადამიანად გამოვყავარ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მიღებისკენ ილტვის."
"თუ მესუთი ისეთ ცხოვრებას ეწეოდა, როგორზეც ისინი ეხლა საუბრობენ, მაშინ ერთი რამ მაინტერესებს, რატომ იყო ის მუდამ სასტარტო შემადგენლობაში? ეს სავსებით ლოგიკური კითხვაა. ეხლა მათ მესუთის იმიჯის შელახვა სურთ, ვინაიდან ყველა ,ვინც მას იცნობდა და ვინც მისი თანაგუნდელი იყო, იმედგაცრუებულები და გაკვირვებულები არიან მისი გაყიდვით."
- 12 სექტემბერი 2013
- 3 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.