"მადრიდის რეალი" პირველია, როგორც ყიდვებში, ასევე გაყიდვებში

საქმე ეხება ფეხბურთელების გადმოსაბირებლად გაღებულ თანხებს და ასევე მათი გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს.

"Football Transfer Review 2014", რომელიც შედგენილია კომპანია Prime Time Sport-ის მიერ გვეუბნება, რომ "მადრიდის რეალმა" ყველაზე დიდი ინვესტირება მოახდინა ბოლო ხუთი წლის მანძილზე სატრანსფერო ბაზარზე. საერთო ჯამში ინვესტიცია შეადგენს 611 მლნ. ევროს.

მიმდიანრე წლის ზაფხულში "მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა საერთო ჯამში ფებურთელების შესაძენად გაიღო 183 მლნ. ევრო, მეორე ადგილზეა "მონაკო", რომლის დანახარჯებმაც ფეხბურთელების შეძენაძე შეადგინა 166 მლნ. ევრო, ხოლო მესამე ადგილს კი "ტოტენჰემი" იკავებს 122 მლნ. ევროთი.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე "თეთრების" დანახარჯი შეადგენს 611 მლნ. ევროს, მეორე ადგილზე არის "სიტი" 549 მლნ. ევროთი, ხოლო მესამეზე კი "პსჟ" 370 მლნ. ევროთი.

მიუხედავად დიდი გასავლებისა, "მადრიდის რეალი" ასევე პირველ ადგილზეა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების მხრივ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე აკუმულირებული შემოსავლები შეადგენს 260 მლნ. ევროს, რაც სხვა ევროპულ გუნდებზე უფრო მეტია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ "მადრიდის რეალი" არამარტო მხოლოდ მყიდველ კლუბებს განეკუთვნება, არამედ მას საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვს ფეხბურთელთა გაყიდვებიდან.

წყარო: AS

  • shvela
  • 12 სექტემბერი 2013
  • 1 935
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)