ნისტელროი საკუთარ ადგილს ეძებს გუნდში
რუუდ ვან ნისტელროი კარგად ხვდება, თუ რა სიტუაციაშია აღმოჩენილი... მან ზედმიწევნით კარგად იცის, რომ ძალიან გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში თამაში, მაგრამ იგი მაინც ეძებს თავის ადგილს გუნდში.
ყოფილ წითელ ეშმაკუნას, ძალიან უნდა კარიერა "ბლანკოსში" დაასრულოს, ეს დრო ძალიან ახლოსაა და ამას კარგად ხვდება... მისთვის ისიც ცნობილია, რომ ბევრს მისი გოლაობის და ძირითად შემადგენლობაში თამაშის არ სჯერა, იგი სწორედ ამაზე აკეთებს კომენტარებს.
"მე მადრიდში სათამაშოდ ვარ და არა ხელფასისთვის..."_განაცხადა ჰოლანდიელმა "marca"_სთან ინტერვიუში.
"შანსი მომეცა კოპა დელ რეიზე გამომეჩინა თავი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა და ბოლომდე ვერ გავიხსენი... ნელ–ნელა ვუბრუნდები სათანადო ფორას, ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და მთელი გულით მინდა კარიერა ღირსეულად დავასრულო სამეფო კლუბში. მე სულელი არ ვარ, ზუსტად ვაფასებ სიტუაციას და ზედმიწევნით კარგად ვიცი, რომ მალე "რეალში" ჩემი დრო წავა, მაგრამ ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ და დანებებას არ ვაპირებ."
"მე ვაპირებ ყველაფერი გამოვიყენო 100%_ით, რა შანსსაც მწვრთნელი მომცემს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ სეზონში დავეხმარო ჩემს გუნდს, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთელი რისი ფეხბურთელია, თუ არ იბრძოლა ადგილის დამკვიდრებისათვის. ეს წელი ჩემი კარიერის მიწურულია..."
"მე ვაპირებ "თეთრებში" ისეთი ხარისხის თამაშს, როგორითაც დავიწყე, ამაში ხელს მიწყობს ჩემი ფიზიკური კონდიცია... საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავთან, როგორც ფიზკურად, ასევე გონებრივად. როდესაც ვიასპარეზე ესპანეთის თასზე, თავს დიდებულად ვგრძნობდი ამდენ ხნიანი შესვენების შემდგომ."
"ამჟამად საუკეთესოდ გამოიყურება ჩემი წარსულში დაშავებული მუხლი, სწორედ იმის იმედით ვარ გამსჭვალული, რომ ამ ბოლო სეზონს მაინც დავასრულებ უტრავმოდ. მე თუ მინდა თავის დამკვიდრება გუნდში, ამისათვის ჩემი საუკეთესო მხარე უნდა დავანახო მწვრთნელს და გულშემატკივარს. დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი გამარჯვებებით დავუბრუნდები ძირითად გუნდს..."
ავტორი: Kevlisha
- 14 ნოემბერი 2009
- 2 412
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.